ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

იყიდის განათლების სამინისტრო ქართულ ვაშლს თუ …?

მოგეხსენებათ სულ ახლახან გაჟღერდა თბილისის სკოლებში ყოველკვირეულად გაშლების დარიგების თაობაზე განათლების სამინისტროს ინიციატივის შესახებ. მცირე კომენტარი ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენგან:

 

იყიდის განათლების სამინისტრო ქართულ ? თუ …?
150,000 ლარის ვაშლის დარიგებაზეა საუბარი კვირაში!!!
მცირე ანალიზი:
1.
2016 წლის მონაცემებით (geostat.ge) საქართველოში 564 ათასი ??⛹️? მოსწავლე ფიქსირდება 2321 ? სკოლაში და ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში მოსწავლეთა საერთო რიცხვი სტაბილურად მერყეობს 550-570 ათასს შორის. დასათვლელად ავიღოთ 560 ათასი;
2.
თითო ნორმალური ? წონა საშუალოდ 100 გრამია. კილოგრამში 10 ცალი ვაშლი. თუ სკოლებში ყველა მოსწავლეს დაურიგებენ კვირაში თითო ვაშლს, კვირაში 56 ტონა ვაშლი იქნება დასარიგებელი საქართველოს მასშტაბით;
3.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ოდნავ ნორმალური ვაშლი (რომ ზომაც რომ აქვს და მიჭყენტილიც არ არის) 1,5 ლარი ღირს ბაზარში, გამოდის რომ კვირაში მინიმუმ 56,000 * 1,5 = 84 ათასი ლარის ვაშლი იქნება დასარიგებელი. დავამატოთ ამას დანაკარგის %, შეფუთვა, 2321 სკოლაში მიტანის ლოგისტიკური ხარჯები, მომწოდებლის სხვა ხარჯები და ა.შ. და საერთო ხარჯი (ტენდერის გამოცხადების შემთხვევაში) კვირაში სავარაუდოდ 150,000-მდე გაიზრდება. კვირაში!!!
4.
უცნობია რეალურად აპირებს თუ არა და რამდენი ხნით აპირებს განათლების სამინისტრო ამ პროექტის განხორციელებას, მაგრამ უეჭველია ერთი: ქართული ვაშლი დიდი მოცულობით მხოლოდ 2 თვეზე ოდნავ მეტი თუ იქნება კიდევ, ანუ სადღაც 10 კვირა, ე.ი. სულ 1,500,000 ლარის ვაშლზეა საუბარი?

ეხლა დასკვნები:
1.
იმედია განათლების სამინისტრო ქართულ ვაშლს იყიდის და დასახარჯ ფულს ქართულ ნაწარმში დახარჯავს. ამ შემთხვევაში დახარჯული ფულის 80 % და მეტი ქართულ სოფელში მივა, ადგილობრივის დასაქმებას მოხმარდება, ფერმერული მეურნეობების განვითარებას მოხმარდება და ამ ქვეყნის სოფლის მეურნეობას გააძლიერებს;
2.
ხოლო თუ ეს ფული იმპორტულ ვაშლში დაიხარჯება, ფულის 80% ქვეყნიდან გაედინება, უცხო ქვეყნის მოქალაქეს დაასაქმებს, მის ბიზნესს განავითარებს და უცხო სახელმწიფოს გააძლიერებს … ქართულის ხარჯზე რა თქმა უნდა!!!

შეკითხვა თქვენ:
იყიდის განათლების სამინისტრო ქართულ ვაშლს?