ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ქართული ვაშლი, მანდარინი და მსხალი გამოწვევის 30-ე დღეს ალამაზებენ

ობიექტური რეალობიდან გამომდინარე (საახალწლო მზადებას ვგულისხმობ) გადავწყვიტე ქართული ვაშლი, მსხალი და მანდარინი გამხდარიყვნენ ჩვენი რიგით მეშვიდე 30 დღიანი გამოწვევის 30-ე დღის მშვენება. ქართული და კარგი რა თქმა უნდა!

ჩემი დაკვირვებით საახალწლო სამზადისში საქართველოში დეკემბრის ბოლო დეკადაში მხოლოდ 200 მილიონი მაინც იხარჯება მილიონამდე ოჯახის მიერ.

იმედს ვიტოვებ ჩვენი გამოწვევით ერთ ადამიანს მაინც შევუცვალეთ აზრი და ქართულისკენ მოვაბრუნეთ!

ინფორმაციისათვის:

2018 წლის 1 დეკემბერიდან 30 დეკემბერის ჩათვლით, 30 დღის განმავლობაში მე – ტარიელ ზივზივაძე ყოველ დღე ვიყიდი ადგილობრივი წარმოების ბრენდირებულ ქართულ ხარისხიან ნაწარმს, ჩავწერ FB ვიდეოს ან დავდებ სურათს / სტატიას და გამოვიწვევ ჩემს მეგობრებს რომ გააკეთონ იგივე 24 საათში. გიწვევთ თქვენც ჩაერთოთ. როგორ? გააკეთეთ იგივე – როცა მოახერხებთ იყიდეთ ბრენდირებული ქართული ნაწარმი, დადეთ ფოტო ან ვიდეო FB-ზე და გამოიწვიეთ თქვენი მეგობრები!

ეს გამოწვევა არის რიგით მე-7. მიზანი მარტივია: ვიყიდოთ ქართული პროდუქცია და მაგალითი მივცე სხვებს. სწორედ გაყიდვებია მთავარი, რაც ამოძრავებს ბიზნესს. იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!

გავაკეთოთ ქართული საქმე ერთად!