ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ეს ქართულია? ხალხი ითხოვს ქართულს და აი 17 ფოტოდასტური!!!

ფილმი “გლადიატორი” მახსენდება …

სადაც სენატორი ამბობს, რომ რომის გული კოლიზეუმის სილაა და არა სენატის მარმარილოო …

ჰოდა ერთ რამეს გეტყვით: ქართული ეკონომიკის პულსი ბაზარში სცემს და არა ჰიპერ/სუპერ/უბნის მარკეტის დახლზე … ან პარლამენტში … ან სადმე სხვაგან.

ქართული „კოლიზეუმის სილა“ კი რეალიზმით გამოირჩევა …

მკაცრი რეალიზმით …

და იქ დანახული/გაგონილი/შეგრძნებული ბევრს ნიშნავს …

სადაც ქარტოფილის გამყიდველთან 2 წუთის განმავლობაში გასაუბრებისას უფრო მეტს გებულობ საქართველოს დედააფეთქებული ეკონომიკის შესახებ, ვიდრე მინისტრის 1 საათიანი გამოსვლიდან.

 

მოკლედ,

დღეს გლდანის ბაზარში ვიყავი. რაც მე იქ ვნახე, ამ მასშტაბით აქამდე არაფერი მინახავს …

გლდანის ბაზარში ერთი 60 მეტრიანი დიდი „დერეფანია“, ძირითადში ხილი იყიდება იქა. ერთი წლის წინ იგივე ზოლში რომ გავივლიდი, სიტყვა ქართული მაქსიმუმ ფორთოხლის ფასის მანიშნებელზე ყოფილიყო დაწერილი. პერიოდულად როცა დავდივარ ბაზარში თან ვაკვირდები რომ 1) წარწერა „ქართული“ მოხშირდა და 2) ხალხი სვამს შეკითხვას – „ქართულია?“. დღეს განსაკუთრებით ბევრი მომეჩვენა და ყველას ფოტოები გადავუღე. ეხლა კი იგივე ზოლში 10-მდე სხვადასხვა პროდუქტზე იყო ეს წარწერა … 17 ფოტო გადავიღე 17 განსხვავებულ დახლზე … ჰოი საოცრებავ …

ქართული ფორთოხალი …
ქართული ტკბილი ფორთოხალი … [ვითომ წინა არ იყო „ისე“ ტკბილი?!] ქართული სინაფი … [ორს ჰქონდა] ქართული კივი …
ქართული მწიფე კივი … [ვითომ წინა არ იყო მწიფე?!] ქართული პომიდორი …
ქართული მანდარინი …
ქართული ტკბილი მანდარინი … [ვითომ წინა მჟავე იყო?!] ქართული უგემრიელესი ტკბილი სუპერი მანდარინი … [ამის ბრენდინგმა „დაგლიჯა“!!!] ქართული ყვავილოვანი კომბოსტო …
ქართული ხახვი …
ქართული ნიორი …
ქართული ლიმონი …

დასკვნა ერთია: ხალხი ითხოვს ქართულს და ეს წარწერები არის რეაგირება ხალხის მოთხოვნაზე!
და ეს ძალიან, ძალიან KAR.GE-ა!