ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
BOOM FIRE

ენერგეტიკული სასმელი BOOM FIRE – ხარისხი/ფასი კომბინაცია სასიამოვნოდ გაგაოცებთ!

ამ პროდუქტის შესახებ პირველად გასულ კვირაში გავიგე და ძალიან გამიკვირდა რაც გავიგე. რამოდენიმე ობიექტში მოვიკითხე და ბოლოს ნუგეშის ქსელში აღმოვაჩინე. არ დაგიმალავთ და ჩემთვის წარმოუდგენელი იყო აქამდე იდეის, ხარისხის, შეფუთვის და ფასის ასეთი კომბინაცია, მაგრამ თურმე აღმოჩნდა რომ ვცდებოდი …

ენერგეტიკული სასმელი BOOM FIRE, მწარმოებელი სს იბერია რეფრეშმენტსი, დამკვეთი SAH & Co. არ ვიცი რა ასხია ამ 330 მლ-იან ქილაში ასეთი გემრიელი, მაგრამ ფაქტია, რომ 95 თეთრი ღირს. მის ფონზე 1-1.2 ლარიანი 0,5 ლიტრიანი გამაგრილებლები ნამდვილად ჩრდილში დგანან. პროდუქტს არც Facebook გვერდი აქვს და არც ვებსაიტი, მაგრამ ფაქტია, რომ დახლზე დევს. სს იბერია რეფრეშმენტსი ხომ იცით რომელია? პეპსის რომ აწარმოებს საქართველოში …

ენერგეტიკული სასმელი წესით და რიგით ის სითხეა, რომელსაც ჯანზე უნდა მოჰყავდე ხომ? თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯანზე მოყვანა ფსიქოლოგიურადაც შეიძლება და ფიზიოლოგიურადაც, მაშინ ნამდვილად „გაგებით ვეკიდები“ ენერგეტიკული სასმელის მწარმოებლების მხრიდან აქცენტის ფსიქოლოგიურ მხარეზე გადატანას. ადამიანი სვამს RedBull-ს და ჰგონია, რომ ძალა ემატება. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ბოლოს ოთხი RedBull ერთად დალევის შემდეგ მხოლოდ ბევრი სითხის მიღება ვიგრძენი. ეს დაახლოებით იგივეა სნიკერსს რომ მიირთმევ და გგონია რომ უკვე ჯანზე ხარ, 15 წუთში კი ბუშტივით იფუშება მთელი შენი „ენერგია“. BOOM FIRE აშკარად ფსიქოლოგიურს “აწვება”, მაგრამ რატომ უნდა გადავიხადო 3 -ჯერ მეტი სხვა პროდუქტში, რომელიც ასევე მხოლოდ ფსიქოლოგიურად მამძლავრებს?

95 თეთრი ნამდვილად გასაგიჟებელი ფასია იმ პირობებში, როცა სხვა ენერგეტიკული სასმელების ფასი 3 ლარიდან იწყება. მე არ ვიცი რა ასხია BOOM FIRE -ში, მაგრამ სასიამოვნო სასმელია და მისი ხშირი მომხმარებელი უკვე ვარ.