ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

მოძრაობა KAR.GE პოლიტიკური სუბიექტების წინასაარჩევნო ეკონომიკურ პროგრამებს შეაფასებს

 

განცხადება სრულად ჩამოტვირთეთ აქ.

 

2016 წლის 8 ოქტომბერი მნიშვნელოვანი დღეა!

8 ოქტომბერს არჩევანის გაკეთებისას ქვეყნის ამომრჩევლები/მოქალაქეები პირველ რიგში პოლიტიკური სუბიექტების ეკონომიკური პროგრამებით იხელმძღვანელებენ. სწორი არჩევანის გასაკეთებლად კი მათთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია მიუკერძოებელი მოსაზრების მოსმენა არაპოლიტიკოსებისგან.

მოძრაობა KAR.GE: ვგრძნობთ რა სწორედ ობიექტური შეფასების დეფიციტს, ჩვენი მისიიდან გამომდინარე თავს ვალდებულად ვთვლით სრულფასოვნად გავაანალიზოთ თითოეული პოლიტიკური სუბიექტის წინასაარჩევნო ეკონომიკური პროგრამა და საზოგადოებასთან ერთად კონკრეტული კრიტერიუმებით შევაფასოთ მოიტანს თუ არა იგი შედეგად ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას.

რატომ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას?
პასუხი ასეთია: თუ ჩვენ გვინდა მეტი დასაქმება, მეტი ეკონომიკური ზრდა, მეტი სიმდიდრის დაგროვება ქვეყანაში და საქართველოს თითოეული მოქალაქის ოჯახში – ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ერთადერთი გზაა საამისოდ.

მოძრაობა KAR.GE მიმართავს ყველა პოლიტიკურ სუბიექტს:

გთხოვთ გამოაქვეყნოთ და/ან მოგვაწოდოთ თქვენი პოლიტიკური პარტიის წინასაარჩევნო ეკონომიკური პროგრამა. ჩვენ მას შევაფასებთ, შეფასებას კი გამოვაქვეყნებთ და საზოგადოებას მივაწვდით. მეტიც, ამ თემაზე მზად ვართ ღიად შემოვიდეთ დისკუსიაში მოქალაქეებთან/ექსპერტებთან ერთად.

 

ტარიელ ზივზივაძე
მოძრაობა KAR.GE, დამფუძნებელი
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი
+995 577 73 79 64
info@kar.ge
https://kar.ge

 

PS

ანონსი ტკ “იბერია”-ს ეთერში 29 ივლისს