ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ენპარდი

ევროკავშირის მორიგი 8 მლნ ევროს მოცულობის მხარდაჭერა

უკვე მეორე წელია, რაც ENPARD სრული სიმძლავრით ამოქმედდა და თუ რა წარმატებით, საქმეში ჩახედულ ყველა პირს მოეხსენება. ამ საქმეში kar.ge-ც ჩართულია და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ შექმნილი პროდუქტების შესახებ გამცნობთ ხოლმე პერიოდულად. სიახლე ისაა, რომ პროექტი გრძელდება და სააამისოდ ევროკავშირმა მორიგი 8 მილიონი ევროს მოცულობის ფინანსური დახმარება გამოყო.

ოფიციალურად ეს მოხდა 16 ოქტომბერს. ღონისძიება სათანადოდ გაშუქდა, რითვისაც ოფიციალური გამოცხადების ცერემონია და მედია ბრიფინგი გაიმართა. ბრიფინგს უმასპინძლეს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, იანოშ ჰერმანმა  და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტმა, ოთარ დანელიამ. მედია ბრიფინგის შემდეგ გაიმართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული  სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების დემონსტრირება. კერძოდ ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებული სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების პროდუქციის გამოფენა-დეგუსტაცია.

რას უნდა ველოდოთ ამ პროექტების განხირციელებისგან ჩვენ, უბრალო მოქალაქეებმა? მე ვფიქრობ კონკრეტული შედეგი იქნება შექმნილი კოოპერატივების რაოდენობა, მათ მიერ შექმნილი კონკრეტული პროდუქტები, ამ პროდუქტების სტაბილური მიწოდება ბაზრისთვის, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით და რა თქმა უნდა ფართო საზოგადოების მიერ ამ პროდუქტების შეძენა.

ფერმერული პროდუქცია საქართველოში სუპერ პოპულარული!

ისღა დაგვრჩენია ცოტა დაველოდოთ …