ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

დღე5: ბეიქჰაუსის წარმოებული ბლითები ვიყიდე კარფურში

არადა დღეს ვგეგმავდი ბეიქჰაუსის სხვა პურფუნთუშეფულის და მაფინების ყიდვასაც, მაგრამ პურფუნთუშეული ამის მეტი ვერ ვნახე გლდანის კარფურში, მაფინები კი მთლად დამავიწყდა ამ უზარმაზარ სავაჭრო ცენტრში სიარულში …

მოკლედ,

აგერ თქვენ კომპანიის ვებსაიტი

აგერ თქვენ კომპანიის FB გვერდი

ერთს დავამატებ: ბეიქჰაუსის ნაწარმი არის ძალიან ხარისხიანი ქართული ნაწარმი რეალურ ფასში და ყველას, ვინც იტყვის, რომ საქართველოში ხარისხიანი პროდუქცია არ იწარმოება, უნდა “მიუსაჯო” ასეთ ხარისხიანის გასკდომამდე ჭამა!!!

ეს კი ჩემი დღევანდელი გამოწვევის ვიდეო:

 

რატომ 30 დღიანი გამოწვევა და რატომ სწორედ დეკემბერში?

ჩვენი მოტივაცია უმარტივესია: ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი, ვინაიდან როცა ვყიდულობთ ქართულს, ვასაქმებთ ადგილობრივს, ვავითარებთ ადგილობრივ ბიზნესს და ვაძლიერებთ ქვეყანას! გამოწვევის ფარგლებში კი ჩვენი მიზანია ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი და ამ საქმეში ავიყოლიოთ ყველა! დეკემბერი კი არის თვე, როცა მარტო წინასაახალწლო სამზადისში მოსახლეობა 400 მილიონ ლარამდე თანხას ხარჯავს. გამოწვევის შესახებ სრული ინფორმაცია ნახეთ აქ: https://kar.ge/30day-challenge-2017/

სადაც არ უნდა იყოთ … ნუ დაელოდებით სანამ ვინმე გამოგიწვევთ … იყიდეთ 1 ლარზე მეტი ღირებულების ნებისმიერი ქართული ბრენდირებული ნაწარმი, ტელეფონით გადაიღეთ ორიგინალური ვიდეო და გამოიწვიეთ თქვენი 3 Facebook მეგობარი, ატვირთეთ ვიდეო საკუთარ Facebook პროფილზე და დათაგეთ გამოწვეული მეგობრები, რომელთაც მიეცით 24 საათი იგივეს გასაკეთებლად.