ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

დღე 9: ფრესკოში შეძენილი გალბიას მწვანე ტყემალი

ფრესკოში „მისიით“ მისულმა შემთხვევით მოვკარი თვალი დახლზე …
„გალბია“, როგორც ბრენდი ვიცოდი რომ არსებობდა და ტყემალს აწარმოებდა …
საიდან? გამოწვევიდან, ერთ-ერთმა ჩვენებურმა შეიძინა და ვიდეო გააზიარა …
ჰოდა ვიყიდე!

ეს 250-იანი 1.55 ლარი ღირდა …
მინიმუმ უნდა იყიდო ხოლმე და უნდა გასინჯო როცა ასეთი ფასი აქვს!
თან ადრე არ გამისინჯია ეს ერთი, და მწარმოებელს ჯერ არ ვიცნობ ეს მეორე.
დღეს ფრეკოს კარტოფილზე მივირთვი გემრიელად (Y)
გემრიელია!

ტყემალი ხომ იცით რა არის … ყველას თავისი გემოვნება აქვს!

ვისურვებდი შემდეგს:

  1. FB გვერდი საჭიროა ჯიგრებო!
  2. ეტიკეტზე რამე საკონტაქტო უნდა დადოთ! რა იცი რა ხდება! მე კი მოვძებნა ი.მ. „სულხან შონია“ რეესტრში, მაგრამ მომხმარებელს უნდა გაუადვილოთ საქმე;
  3. მეტი ასორტიმენტი და სხვადასხვა სიდიდის ბოთლებია საჭირო;

ეს კი ჩემი დღევანდელი გამოწვევის ვიდეო:

 

რატომ 30 დღიანი გამოწვევა და რატომ სწორედ დეკემბერში?

ჩვენი მოტივაცია უმარტივესია: ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი, ვინაიდან როცა ვყიდულობთ ქართულს, ვასაქმებთ ადგილობრივს, ვავითარებთ ადგილობრივ ბიზნესს და ვაძლიერებთ ქვეყანას! გამოწვევის ფარგლებში კი ჩვენი მიზანია ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი და ამ საქმეში ავიყოლიოთ ყველა! დეკემბერი კი არის თვე, როცა მარტო წინასაახალწლო სამზადისში მოსახლეობა 400 მილიონ ლარამდე თანხას ხარჯავს. გამოწვევის შესახებ სრული ინფორმაცია ნახეთ აქ: http://kar.ge/30day-challenge-2017/

სადაც არ უნდა იყოთ … ნუ დაელოდებით სანამ ვინმე გამოგიწვევთ … იყიდეთ 1 ლარზე მეტი ღირებულების ნებისმიერი ქართული ბრენდირებული ნაწარმი, ტელეფონით გადაიღეთ ორიგინალური ვიდეო და გამოიწვიეთ თქვენი 3 Facebook მეგობარი, ატვირთეთ ვიდეო საკუთარ Facebook პროფილზე და დათაგეთ გამოწვეული მეგობრები, რომელთაც მიეცით 24 საათი იგივეს გასაკეთებლად.