ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

დღე 8: ჯორჯიტაში შეძენილი „დემა“-ს 100% ნატურალური ხელნაკეთი საპონი

დემა …

ქართული, 100% ნატურალური და ხელნაკეთი საპონი, რომელიც მარკეტინგულადაც მოწესრიგებულია და არა მხოლოდ. საერთოდ, kar.ge-ზე რომ პროდუქტს დავდებთ, იმას ბევრი კომენტარი არ სჭირდება ხოლმე, პირდაპირ ყიდვა სჭირდება. და ეხლაც პირდაპირ დემას FB გვერდისკენ გადაგამისამართებთ.

3 რამ უნდა იცოდეთ:

  1. ეს ხელნაკეთი საპონია, ნატურალური ინგრედიენტებით მზადდება და იაფი არაა, 8 ლარი გადავიხადე, ჯორჯიტაში შევიძინე. თუმცა ვისაც ესმის ამ თემის „ფასი“, ის გადაიხდის ამ თანხას;
  2. „დემა“-ს ფართო ასორტიმენტი აქვს. მე ფორთოხლის საპონი ვიყიდე, თან აღწერილობაც მოჰყვა;
  3. მარკეტინგულად მოწესრიგებულია. დიზაინი ორიგინალური. თქვენ ყუთი უნდა ნახოთ, ძალიან ორიგინალური “ტრანსფორმერი” ყუთი აქვს, რომელიც ხომ გინდა რომ მოიფიქრო? ძალაიან ორიგინალურია!

ეს კი ჩემი დღევანდელი გამოწვევის ვიდეო:

რატომ 30 დღიანი გამოწვევა და რატომ სწორედ დეკემბერში?

ჩვენი მოტივაცია უმარტივესია: ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი, ვინაიდან როცა ვყიდულობთ ქართულს, ვასაქმებთ ადგილობრივს, ვავითარებთ ადგილობრივ ბიზნესს და ვაძლიერებთ ქვეყანას! გამოწვევის ფარგლებში კი ჩვენი მიზანია ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი და ამ საქმეში ავიყოლიოთ ყველა! დეკემბერი კი არის თვე, როცა მარტო წინასაახალწლო სამზადისში მოსახლეობა 400 მილიონ ლარამდე თანხას ხარჯავს. გამოწვევის შესახებ სრული ინფორმაცია ნახეთ აქ: http://kar.ge/30day-challenge-2017/

სადაც არ უნდა იყოთ … ნუ დაელოდებით სანამ ვინმე გამოგიწვევთ … იყიდეთ 1 ლარზე მეტი ღირებულების ნებისმიერი ქართული ბრენდირებული ნაწარმი, ტელეფონით გადაიღეთ ორიგინალური ვიდეო და გამოიწვიეთ თქვენი 3 Facebook მეგობარი, ატვირთეთ ვიდეო საკუთარ Facebook პროფილზე და დათაგეთ გამოწვეული მეგობრები, რომელთაც მიეცით 24 საათი იგივეს გასაკეთებლად.