ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

დღე 7: დღეს მე „კაიზერი“-ს ორიგინალური სალიამი ვიყიდე „სუპერმარკეტ ნიკორა“-ში

ჩემთან ოჯახში ძეხვეული გვიყვარს …

კარგი ძეხვეული ჰო მით უმეტეს …

საქართველოში საბედნიეროდ კარგი ძეხვეულის კარგი არჩევანი გვაქვს …

ამჯერად, „კაიზერი“-ს ორიგინალური სალიამი ვიყიდე „სუპერმარკეტ ნიკორა“-ში, გლდანში!

ჩემი გათვლა მარტივია, „კაიზერი“-ს ბრენდის ქვეშ რაც იყიდება „იაფი“ არ არის, მაგრამ მისი ხარისხი გამორჩეულია!

ეს კი ჩემი დღევანდელი გამოწვევის ვიდეო:

 

რატომ 30 დღიანი გამოწვევა და რატომ სწორედ დეკემბერში?

ჩვენი მოტივაცია უმარტივესია: ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი, ვინაიდან როცა ვყიდულობთ ქართულს, ვასაქმებთ ადგილობრივს, ვავითარებთ ადგილობრივ ბიზნესს და ვაძლიერებთ ქვეყანას! გამოწვევის ფარგლებში კი ჩვენი მიზანია ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი და ამ საქმეში ავიყოლიოთ ყველა! დეკემბერი კი არის თვე, როცა მარტო წინასაახალწლო სამზადისში მოსახლეობა 400 მილიონ ლარამდე თანხას ხარჯავს. გამოწვევის შესახებ სრული ინფორმაცია ნახეთ აქ: https://kar.ge/30day-challenge-2017/

სადაც არ უნდა იყოთ … ნუ დაელოდებით სანამ ვინმე გამოგიწვევთ … იყიდეთ 1 ლარზე მეტი ღირებულების ნებისმიერი ქართული ბრენდირებული ნაწარმი, ტელეფონით გადაიღეთ ორიგინალური ვიდეო და გამოიწვიეთ თქვენი 3 Facebook მეგობარი, ატვირთეთ ვიდეო საკუთარ Facebook პროფილზე და დათაგეთ გამოწვეული მეგობრები, რომელთაც მიეცით 24 საათი იგივეს გასაკეთებლად.