ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

დღე #24 – ლიმონათი იბერია, იბერია რეფრეშმენთს

ეს პროდუქტი 23-24 დეკემბერს გამართულ „ახალი ქართული პროდუქციის ფესტივალი 2016“-ზე შევიძინეთ ქარვასლაში. ფული ჩემი იყო, მყიდველი კი ჩემი ოჯახი 🙂 ჩამოვუარეთ და წინასაახალწლოდ რისი ყიდვაც ადგილზე შეგვეძლო, ძალისხმევა არ დაგვიკლია 🙂

ლიმონათი იბერია ბაზარზე ჯერ მასიურად არ იყიდება, მაგრამ ფაქტია, რომ სერიოზული პროდუქტია. 2,5 ლიტრიანი ბოთლი 2 ლარი ღირდა ქარვასლაში. ადგილზე შეიძლებოდა დაგემოვნებაც, ყიდვაც. არომატებიც და შეფუთვებიც მრავალნაირია.

აი როგორ იყო წარმოდგენილი კომპანია 23-24 დეკემბერის ფესტივალზე …

 

ინფორმაციისათვის:

#30დღიანიგამოწვევა #ძალაერთობაშია მოძრაობა KAR.GE-ს ინიციატივაა, რომელიც უკვე მეხუთედ ტარდება. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ აქ.

იყიდე ნებისმიერი ქართული წარმოების ბრენდირებული ნაწარმი 1-30 დეკემბერის პერიოდში და გამოიწვიე შენი 3 Facebook მეგობარი. ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, აძლიერებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!

გამოწვეულთ გაქვთ 24 საათი იმისათვის, რომ იყიდოთ საქართველოში წარმოებული ნებისმიერი ბრენდირებული ნაწარმი, გადაუღოთ სურათი, გამოაქვეყნოთ ფოტო თქვენს Facebook პროფილში და გამოიწვიოთ თქვენი 3 Facebook მეგობარი ამ ქართულ საქმეში!