ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

დღე #20 – შოკოლადი ბიელა, რძიანი თხილით, შევიძინე ფურშეტში

გლდანი მოლის ფურშეტში აღმოვაჩინე დღეს სრულიად შემთხვევით …

ფილა შოკოლადი …

სამი სხვადასხვა ვარიანტი იყო, სამი სხვადასხვა ფერის შეფუთვით …

ერთი ცალი 1.75 ლარი …

ერთ ვიყიდე გასასინჯად …

ნამდვილად კონკურენტული ფასი აქვს …

გემოთიც ნორმალურია …

ბავშვებსაც მოეწონათ …

საწარმოს კარგად ვიცნობ. გრძელი და რთული გზა გაიარა პროდუქციის დასახვეწად …

თუმცა მთავარი გოლგოთა წინ აქვს …

მომხმარებლის გულების დაპყრობას ვგულისხმობ …

აშკარაა, რომ შოკოლადების, კამფეტების, ნაყინების და ა.შ. ყველასთვის ცნობილ ქართულ ბრენდს კონკურენტი გამოუჩნდა …

მოიძიეთ, გასინჯეთ და გაგვიზიარეთ თქვენი აზრი 🙂

ჩემი აზრი ჩემს ემოციაში გამოვხატე (Y)

 

ინფორმაციისათვის:

#30დღიანიგამოწვევა #ძალაერთობაშია მოძრაობა KAR.GE-ს ინიციატივაა, რომელიც უკვე მეხუთედ ტარდება. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ აქ.

იყიდე ნებისმიერი ქართული წარმოების ბრენდირებული ნაწარმი 1-30 დეკემბერის პერიოდში და გამოიწვიე შენი 3 Facebook მეგობარი. ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, აძლიერებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!

გამოწვეულთ გაქვთ 24 საათი იმისათვის, რომ იყიდოთ საქართველოში წარმოებული ნებისმიერი ბრენდირებული ნაწარმი, გადაუღოთ სურათი, გამოაქვეყნოთ ფოტო თქვენს Facebook პროფილში და გამოიწვიოთ თქვენი 3 Facebook მეგობარი ამ ქართულ საქმეში!