ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
დინდგელი

დინდგელი იცი რა არის? გაგისინჯავთ?

დინდგელის ორი ბურთულა რამოდენიმე დღის წინ ვიყიდე. ჯამში სულ 60 გრამამდე იქნება. გადავიხადე 4.2 ლარი [100 გრამი 7 ლარი ღირდა]. ეს მოხდა პარლამენტის წინ, გამოფენაზე „აწარმოე საქართველოში“. ჰოდა, დინდგელი რა არის პირველად მაშინ გავიგე. აღმოჩნდა რომ ეს არის სკის ერთგვარი საშენი მასალა, რომელსაც ფუტკარი ამზადებს და თვითონვე იყენებს. მწარმოებელი არის მეფუტკრეობის განვითარების ჯგუფი ფუტკარა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს არც საიტი აქვს ორგანიზაციას და არც Facebook გვერდი.

მაგრამ, რაში უნდა გამოვიყენო უბრალო მყიდველმა დინდგელი?

როგორც გამყიდველმა ამიხსნა ეს არის სამკურნალო საშუალება, რომელსაც ღეჭვავენ და საკვებში იყენებენ. ჰოდა მეც რამოდენიმე გრამი მოვტეხე გუშინ საღამოს და მთელი 3 საათი ვღეჭე. არ დაგიმალავთ და გემო იმდენადვე “სასიამოვნოა”, რამდენადაც შესახედავად არის თვითონ დინდგელი. მაგრამ პოტენციური სარგებლობის იმედით მაინც გავრისკე. რაღა დინდგელი და რაღა ნაძვის კევი, ორივე ერთნაირად “სასიამოვნო” დასაღეჭია.

მიუხედავად ასეთი ორიგინალური თვისებებისა ამ პროდუქტს ნამდვილად ეყოლება თავისი მიზნობრივი აუდიტორია თუ იგი სათანადოდ დაიბრენდება და დახლზე დაიდება. აქვს მას ისეთი USP, რომელიც მას შეუცვლელს გახდის თავის კლასში. ჩემი აზრით დინდგელი აფთიაქებში წამლის გვერდით უნდა იყიდებოდეს და ამაში არის უნიკალური პოტენციალი.