ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ანონსი: ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა დედოფლისწყაროში 26 მაისს

დიდი ამბავია ხვალი დედოფლისწყაროში. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა გაყიდვა იგეგმება.

იდეის ავტორია ბნ. ბექა გონაშვილი. ორგანიზატორები არიან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი და შპს „აგრიქიზიყი“.

რა იქნება წარმოდგენილი?
რძე და რძის პროდუქტები, კახური ჩურჩხელა, თაფლი და ფუტკრის პროდუქტები, ხორცი და ხორცპროდუქტები, ღვინო, პირუტყვის საკვები, ცოცხალი პირუტყვი, ფარშევანგებსაც და ხოხბებსაც კი გვპირდებიან დედოფლისყაროელები.

ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა გაყიდვა დედოფლისწყაროში დილის 11 საათიდან დაიწყება პირველ სკოლასთან. დედოფლისწყაროელ მეწარმეებს მხარდაჭერა ნამდვილად წაადგებათ.

anonsi