ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ჩვენი დაპირება IFFE 2018 მონაწილე კომპანიებს

როგორც უკვე იცით 2018 წლის 25-29 ოქტომბერს კორეის რესპუბლიკის ქ. ჯონჯუში იმართება რიგით მე-16 International Fermented Food Expo (IFFE 2018), რომელშიც საქართველოს დელეგაცია მოძრაობა KAR.GE-სა და World-OKTA-ს ხელმძღვანელობით უკვე მესამედ იღებს მონაწილეობას. ღონისძიებაში ჩვენს ჩართულობას მხარს უჭერს საქართველოს საელჩო კორეის რესპუბლიკაში. ამ მომენტისათვის 10-ზე მეტი მწარმოებელი გამოჩნდა, ვისი პროდუქცია მიგვაქვს ექსპოზე ქვეყნის, კომპანიების და პროდუქციის ღირსეულად წარმოსაჩენად.

რას გპირდებით, როგორც მწარმოებელს?

  1. IFFE 2018-ის საერთაშორისო პავილიონის ქართულ კუთხეში დალაგდება თქვენი ნაწარმი და პრომო მასალა;
  2. გადავიღებთ და მოგაწვდით ხარისხიან ფოტოებს, რომლითაც იამაყებთ თქვენც და ჩვენც;
  3. ექსპოდან გავაკეთებთ FB Live-ს და მთელ საქართველოს გავაცნობთ თქვენს ნაწარმს;
  4. KAR.GE ვებსაიტზე დაიდება IFFE 2018-ში თქვენი მონაწილეობის ამსახველი სტატია;
  5. IFFE 2018 დღეებში მოძრაობა KAR.GE-ს FB გვერდზე ფოტორეპორტაჟით წარმოვაჩენთ უშუალოდ თქვენს ნაწარმს;
  6. IFFE 2018-ზე წასვლის წინ ქართული მედიაში გავავრცელებთ პრეს რელიზს, სადაც თქვენც იქნებით მოხსენიებული;
  7. IFFE 2018-ზე გადავიღებთ საერთო ფოტოს თქვენი პროდუქციით;
  8. თუ FB გვერდი არ გაქვთ, ჩვენ გაგიკეთებთ, მოგიწესრიგებთ და გასწავლით როგორ ამუშაოთ;
  9. IFFE 2018-ზე ყველა გენერირებულ კონტაქტს გადმოვამისამართებთ თქვენსკენ;
  10. IFFE 2018-დან დაბრუნების შემდეგ 1) ქართულ მედიაში გავავრცელებთ პრეს რელიზს, სადაც თქვენც იქნებით მოხსენიებული, 2) KAR.GE-ზე დავდებთ შეჯამებას, 3) მოძრაობა KAR.GE-ს FB გვერდზე გავაკეთებთ პოსტ კამპანიას, სადაც ინდივიდუალურად წარმოვაჩენთ თითოეული კომპანიის კომპანიის მონაწილეობას IFFE 2018-ში;

წლევანდელი IFFE 2018 რიგით მეთექვსმეტეა და კიდევ უფრო მეტ ბაიერს ველით ვიდრე შარშან ან შარშანწინ. თუ შანსი ჩავარდა ცოტა მაინც გაგვიმართლა, აი მაშინ ნახეთ წარმატების მასშტაბი.

შეგახსენებთ, რომ 22 ოქტომბერს მივფრინავთ IFFE 2018-ზე.
შეგვიძლია წავიღოთ და წარმოვაჩინოთ თქვენი ნაწარმი (საკვები / სასმელი).
20 კგ. ტვირთის ტრანსპორტირების ღირებულებაა 150 USD.
სრული ინფორმაცია აქ: https://kar.ge/iffe-2018-ann

PS

სურათზე თქვენ ხედავთ ექსპოს ტერიტორიას, რომელიც უზარმაზარ ფართობზეა გადაჭიმული.