ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ანონსი: ფესტივალი „გურმანი საქართველო 2016“ სიღნაღში

26 ივნისს, საერთაშორისო და ადგილობრივი ტურისტებით დატვირთული სიღნაღის გულში, ცენტრალურ მოედანზე იმართება ქართული პროდუქციის ყოველწლიური ფესტივალი. ორგანიზატორია კომპანია „ტრიფექტა“.

მიზანი რა თქმა უნდა არის ქართული და ხარისხიანი პროდუქციის პოპულარიზაცია და გაყიდვების ზრდა, ადგილობრივი წარმოების პროდუქციის – ღვინის, ლუდის, ყველის, ხილის, ჩირების, და უამრავი სხვა პროდუქტის წარმოჩენა და უცხოელი ტურისტებისათვის შეთავაზება, ქართული კულტურისა და ტრადიციების წარმოჩენა, საერთო ინტერესების მქონე ადამიანების და ორგანიზაციების ურთიერთდაკავშირება და გაცნობა.

ღონისძიების გენერალური სპონსორია ნატახტარი. პარტნიორები არიან საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია და მოძრაობა KAR.GE.

სიყვარულის ქალაქში სპეციალურად მოწყობილ დახლებზე 12:00-19:00 პერიოდში გამოიფინება და გაიყიდება უამრავი სახის ქართული პროდუქცია, ადგილზე მოხდება ტურისტული პროდუქტების წარდგენა, გამოიფინება სუვენირული პროდუქცია, მოეწყობა კულტურული ღონისძიებები და მოკლედ … ძალიან მაგარი დღე იქნება, რომელიც საზეიმო კონცერტით დაგვირგვინდება.

გვეამაყება, რომ ასეთი ძალიან მაგარი ფესტივალის პარტნიორია მოძრაობა KAR.GE, რაც იმას ნიშნავს, რომ ცხელ-ცხელ სიახლეებს არ მოგაკლებთ.

მონაწილეობის მსურველ კომპანიებს ვთხოვთ დაუკავშირდნენ ორგანიზატორებს:

ნინო ყურაშვილი
5 77 20 11 20
kurashvlinino2@gmail.com

ნანა შონია
5 77 50 71 75
nanikosh@yahoo.com