ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
აირჩიე ქართული

რა იყო წარმოდგენილი დღეს გუდვილში „აირჩიე ქართული“-ს გამოფენა-გაყიდვაზე?

დღეს, 23 აპრილს დაიწყო და ხვალაც გრძელდება „აირჩიე ქართული“-ს მიერ გუდვილთან ერთად ორგანიზებული ქართული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. რიგით მერამდენეა უკვე აღარც მახსოვს მაგრამ ერთი კი ვიცი, რომ ძალიან კარგი ქართული საქმე გრძელდება. ბუნებრივია ასეთ საქმეს გვერდში დავუდგებით როგორც შეგვეძლება.

გამოფენა-გაყიდვას რა თქმა უნდა ვეწვიე. ძველი მეგობრები ვნახე, ახალი მეგობრებიც შევიძინე, ბლომად დრო დავყავი საუბრებში და აზრების გაზიარებებში, ნაწილი პროდუქცია მწარმოებლებმა მაჩუქეს, უფრო მეტი ადგილზე შევიძინე, ახალი აღმოჩენებით ფრიად მოვიხიბლე, სურათებიც ბლომად გადავიღე და ამ საღამოს სურათებსაც და შთაბეჭდილებებსაც გულწრფელად გიზიარებთ. ყველა ფოტო ჩემს მიერაა გადაღებული.

ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ ზოგიერთი წარმოდგენილი პროდუქტი ძალიან, ძალიან, ძალიან მომეწონა. იმდენად, რომ 7-მდე სხვადასხვა სტატია რიგ-რიგობით გავა kar.ge-ზე მათი მიმოხილვით.

მანამდე კი ისიამოვნეთ …