ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ვერცხლი

გილოცავთ! გუნდური ვერცხლი ბაქოდან ძიუდოში ჩვენია!

ბაქო 2015, პირველი ევროპული თამაშები, ძიუდო, ფინალი …

 

უხ როგორ მანერვიულეთ ბიჭებო … თუმცა ჩემმა მაგიდამ გაუძლო …

რა ვქნათ ეხლა, ვერცხლი ვჭამოთ? არადა ხო ვიცი, რომ მეტიც შეიძლებოდა …

კი, დაძაბული ბრძოლები ვიხილე, მაგრამ ფინალში მაინც დავთმეთ ფრანგებთან … თქვენი ყველა ბრძოლა ვნახე და აშკარად შევატყვე, რომ მთლად განწყობაზე ვერ იყავით … რაღაც დაგაკლდათ ფინალში … ფრანგები კი მიუხედავად იმისა, რომ კაცნაკლულები გამოვიდნენ, ძალიან დიდი შემართებით იბრძოდნენ და დაუფასდათ კიდეც … ფრანგმა ქალებმა ხომ საერთოდ … ესენი ვინ ყოფილან … პირველი ადგილი აიღეს ძიუდოს გუნდურ შეჯიბრში …

მე ძალიან კმაყოფილი ვარ თქვენი ბრძოლით. მოგება და წაგება ძმები არიან, ასე რომ შემდეგ შანსამდე დაველოდები …

საერთო ჯამში საქართველოს გუნდმა ბაქოს ევროპულ თამაშებზე 40 მონაწილე გუნდს შორის 2 ოქრო, 6 ვერცხლი და 8 ბრინჯაოს მედლით 21-ე ადგილი დაიკავა.

ვულოცავ ყველა სპორტსმენს, მწვრთნელს, ორგანიზატორს და მათ ყველა გულშემატკივარს!