ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

“გემოვანი ბაზარი” დიდებულად შედგა! ნახეთ ვიდეო და ფოტოები

უღრმესი მადლობა ყველას, ვინც დღეს ფოლარმონიაში, თბილისი ივენთ ჰოლში „გემოვანი ბაზარს“ ესტუმრა და ამ დღესასწაულში მონაწილეობა მიიღო. „გემოვანი ბაზარი“ შედგა.

გვეამაყება, რომ მოძრაობა KAR.GE ღონისძიების მხარდამჭერი იყო და სხვა მეტად სერიოზული ორგანიზაციების გვერდით იდგა ამ საერთო საქმეში.

თქვენი თვალით ნახეთ რა ხდებოდა იქ:

ცხადია მარტო სურათებით არ შემოვიფარგლე და Facebook Live გავუშვი მოძრაობა KAR.GE-ს Facebook გვერდზე. 2500 ხილვა ჰქონდა ვიდეოს სულ რამოდენიმე საათში. ეს ნიშნავს, რომ ამდენ ადამიანს ვაზიარეთ თუ რა ხდებოდა იქ.