ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

გასინჯეთ „START” – ახალი ქართული ენერგეტიკული სასმელი!

პირველი კონტაქტი START-თან ამ ორიოდ თვის წინ შედგა. სამხრეთ კორეაში საერთაშორისო ექსპო – IFFE 2017-ზე გვქონდა START და მისი ძმობილი პროდუქტი ROCK N ROLL წაღებული.

მას შემდეგ START ადგილობრივ ბაზარზეც შევიდა. 1 ლარი ღირს და ქსელში ნელ-ნელა შედის და დღეს სრულიად შემთხვევით წავაწყდი მას ერთ-ერთი სუპერმარკეტში. რა თქმა უნდა ვსტაცე ხელი ორ ცალს და ჩვენს გამოწვევაში მე-10 დღეს წარმოგიდგინეთ.

აქვე გაცნობებთ, რომ START-ის ბლომად შეძენა შეგეძლებათ 22-23 დეკემბერს სავაჭრო & ბიზნეს ცენტრ ქარვასლაში ჩვენს მიერ ორგანიზებულ „ახალი ქართული პროდუქციის ფესტივალი 2017“-ზე. გვეწვიეთ!

ეს კი ჩემი დღევანდელი გამოწვევის ვიდეო:

 

რატომ 30 დღიანი გამოწვევა და რატომ სწორედ დეკემბერში?

ჩვენი მოტივაცია უმარტივესია: ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი, ვინაიდან როცა ვყიდულობთ ქართულს, ვასაქმებთ ადგილობრივს, ვავითარებთ ადგილობრივ ბიზნესს და ვაძლიერებთ ქვეყანას! გამოწვევის ფარგლებში კი ჩვენი მიზანია ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი და ამ საქმეში ავიყოლიოთ ყველა! დეკემბერი კი არის თვე, როცა მარტო წინასაახალწლო სამზადისში მოსახლეობა 400 მილიონ ლარამდე თანხას ხარჯავს. გამოწვევის შესახებ სრული ინფორმაცია ნახეთ აქ: https://kar.ge/30day-challenge-2017/

სადაც არ უნდა იყოთ … ნუ დაელოდებით სანამ ვინმე გამოგიწვევთ … იყიდეთ 1 ლარზე მეტი ღირებულების ნებისმიერი ქართული ბრენდირებული ნაწარმი, ტელეფონით გადაიღეთ ორიგინალური ვიდეო და გამოიწვიეთ თქვენი 3 Facebook მეგობარი, ატვირთეთ ვიდეო საკუთარ Facebook პროფილზე და დათაგეთ გამოწვეული მეგობრები, რომელთაც მიეცით 24 საათი იგივეს გასაკეთებლად.