ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ნიკორა/მზარეული პასკა

გასინჯეთ მზარეულის პასკა – გემრიელი, ფაფუკი, არომატული!

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისათვის ყველა ოჯახი ემზადება. პასკა კი ამ სამზადისის მნიშვნელოვანი ნაწილია. შარშან მახსოვს წინასააღდგომოდ 5 თუ 6 პასკა დავაგემოვნე და ჩემი აზრი ღიად დავწერე. რამე სისტემატურ აქციას ამჯერად არ ვაპირებ, თან გვიანაცაა, მაგრამ თუ რამ ხელთ მომხვდება, ჩემს აზრს დავწერ.

გუშინ ვიყიდე მზარეულის პასკა ქიშმიშით და თეთრი მინანქრით ნიკორას მარკეტში, გლდანში. ცოტა კი გამიჭირდა არჩევა იმდენნაირი ვარიანტი ჰქონდათ. 6.5 ლარი გადავიხადე და მინდა ორიოდ სიტყვით ჩემი აზრი ვთქვა:

  1. გემრიელია, ფაფუკი, არომატული და რაც მთავარია ქიშმიში “ყრია” შიგნით. ნახევარი კილოგრამია, ზომითაც დიდია. შეფუთულიც ნორმალურადაა. ფასი სავაჭრო ქსელში დადებულის პირობაზე მე მგონი ურიგო არაა – 6.5 ლარი;
  2. ბაზარზე ათასნაირი პასკა იყიდება. 2 ლარიდან დაწყებული 20 ლარამდე ფასში. თუმცა მე პირადად მირჩევნია საკონდიტროს მიერ ნორმალურ, ადამიანურ, ჰიგიენურ პირობებში წარმოებული პროდუქტი;
  3. არ მომწონს როცა ქართველი ქალი ნახევარ დღეს ხარჯავს საჭმელ-სასმელის კეთებაში, რომელიც ნახევარ საათში აღარ არის. დაილოცა საკონდიტრო!

გემოვნებაზე მოგეხსენებათ ყველაზე მეტს დაობენ მიუხედავად ყველასთვის ცნობილი ფრაზისა. თქვენც შეგიძლიათ შემედაოთ. მაგრამ უკეთესს გთავაზობთ: იყიდეთ, გასინჯეთ და დაწერეთ ქვემოთ Facebook კომენტარში თქვენი აზრი ობიექტურად.