ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

განათლება გადაარჩენს სოფლის მეურნეობას.

ყოველთვის, როდესაც kar.ge-ზე სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით რამე ტექსტი იდებოდა, ყურადღებას ვამახვილებდით სოფლად თანამედროვე განათლების და უნარების დეფიციტზე, რომელიც რეალურ შეფერხებად იქცა. როცა ჩემს სოფელში დღესაც ისევე ამუშავებენ მიწას, როგორც 30 წლის წინ ჩემს ბავშვობაში, ეს სავალალოა!

სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ENPARD –ის ფარგლებში გაშვებული ეს პროგრამა. 30 ოქტომბერს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში ევროკავშირმა, ლიმერიკის უნივერსიტეტმა, საქართველოს აგრარულმა უნივერსიტეტმა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა (GIPA) აკადემიური და კვლევითი პროექტების დაწყება აღნიშნეს.

პროექტები დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ ევროპული სამეზობლო პროგრამის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის (ENPARD) ფარგლებში. აგრარულ სექტორში აკადემიური და კვლევითი ინსტიტუტების გასაძლიერებლად ENPARD-მა დააფინანსა ორი პროექტი. თითოეულის ბიუჯეტი 350 ,000 ევროა (918,000 ლარი) და 18 თვეს გასტანს.

რას მივიღებთ შედეგად? დეტალური ინფორმაცია აქ ნახეთ

მე კი 2 რამეს ველი:

  1. ჭკვიანურად დალაგებული ბაზარზე ორიენტირებული სტრატეგია და ტაქტიკა სოფლის მეურნეობაში;
  2. მეტად ინფორმირებული ფერმერი, რომელიც გაზრდის ეფექტურობას და ეფექტიანობას და მარკეტინგულად მოწესრიგებულ პროდუქტი;