ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
სოციალური ტაქტი

გაიცანით „სოციალური ტაქსი“ შშმ პირებისათვის

სოციალური ტაქტი – ამ თემის შესახებ სულ ახლახან გავიგე. თურმე თბილისში არსებულა ტაქსების სპეციალური მომსახურება ადამიანებისათვის, რომლებიც ეტლით სარგებლობენ. ბუნებრივია დამატებითი ინფორმაციითაც დავინტერესდით, რიგი დეტალებისა გავარკვიე და გაწვდით პუნქტობრივად:

  1. სოციალური ტაქტი იყენებს 2 ავტომობილს, რომლებიც სპეციალურად არიან აღჭურვილი ეტლიანი მგზავრებისათვის. ჰყავთ 2 მძღოლი და 1 სათადაგირო მძღოლი. ერთი მანქანა დღეში 6-7 ადამიანს ემსახურება. დააკვირდით სურათს. როგორც ხედავთ ავტომობილის უკანა მხარე ადაპტირებულია ეტლის მოსათავსებლად;
  2. შშმ პირების რაოდენობა, რომელთაც ეტლი სჭირდებათ და გადაადგილებიან დაახლოებით 150 ყოფილა თბილისში. სწორედ მათ მომსახურებაზეა გათვლილი ეს მომსახურება. რაში სჭირდებათ მათ ტაქსი? პერიოდულ გამაჯანსაღებელ პროცედურებზე, სამუშაოზე მისასვლელად და ა.შ.
  3. ტაქსის გამოძახება შესაძლებელია soctaxi.ge ვებსაიტით და ტელეფონებით – 577 77 65 56 და 593 35 36 62;
  4. პრობლემა ისაა, რომ სოციალური ტაქსის მომსახურება ჩვეულებრივ ტაქსის მომსახურებასთან შედარებით ძვირია, რაც ისედაც შეჭირვებულ მიზნობრივ აუდიტორიას ურთულებს მომსახურებით სარგებლობას;
  5. სოციალურ ტაქსის აქვს Facebook გვერდი, საიდანაც შეგიძლიათ დამატებითი ინფორმაცია;

პროექტი „სოციალური ტაქტი“ ეკუთვნის ასოციაცია ,,ქალი, ბავშვი და სოციუმი” არის არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც დაარსდა 2012 წლის 30 მარტს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვების მშობლების მიერ. ორგანიზაციის მისიაა სოციალური ცვლილებების ინიცირება საზოგადოებაში, მათი კეთილდღეობისა და უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.

იმისათვის, რომ ეს მომსახურება მინიმუმ თავს მაინც ინახავდეს მან უნდა მიიღოს შემოსავალი. ცხადია გრანტის იმედი არ უნდა გექნეს, თუ გრძელვადიანი გადარჩენა გინდა. ეს ნიშნავს ან 1) იგივე მიზნობრივი აუდიტორიისათვის ახალი მომსახურებების შეთავაზებას, ან 2) მახლობელი მომგებიანი მომსახურებების დანერგვა, რომლისგანაც შემოსავლით ამ თემას აცოცხლებ ან, 3) მზნობრივი აუდიტორიის გაფართოვება. ვთვლი რომ სამივე გზა შეიძლება, თუმცა მესამეს ვემხრობი.

დავუშვათ ვაფართოვებთ მიზნობრივ აუდიტორიას. ვის შეიძლება ასეთი სპეც. ტაქტი დასჭირდეს [იდეები გულისხმობს, რომ ეტლი უნდა გქონდეთ მანქანაში]?

  1. შეიძლება მოელაპარაკოთ საავადმყოფოებს, კლინიკებს, რომლებსაც სჭირდებათ ისეთი ადამიანების გადაყვანა, რომლებიც თავისით ვერ მოძრაობენ. ანუ კორპორატიული შეთანხმება გამაჯანსაღებელ ცენტრებთან, კლინიკებთან და ა.შ.;
  2. შეიძლება გააგებინოთ მოსახლეობას და თუ ვინმეს ისეთი ადამიანის გადაყვანა უნდა საავადმყოფოში, რომელიც ვერ მოძრაობს, მას გამოადგებოდა ეს მომსახურება. ამისათვის დარეგისტრირდით 09, 08 და სხვა საინფორმაციო სერვისებში;
  3. შეიძლება ოლიმპიურ კომიტეტთან დაკავშირება და პარაოლიმპიელებისათვის რამე კორპორატიული პრეოქტის გაკეთება ტაქსით მომსახურებაზე. იგივე შეიძლება ჯანდაცვის სამინისტროსთან და სხვა სახ. სტრუქტურებთა;

წარმატებებს გისურვებთ!