ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

გაიცანით შპს აგროქიზიყი – საქონლის / ფრინველის საკვების საწარმო დედოფლისწყაროში

ბრავო ?! აი, ასე ქმნის გამრჯე ხალხი მომავალს ???
გთხოვთ გ ა უ ზ ი ა რ ე თ ყველას ?

საკუთარი თვალით შეათვალიერეთ ცხოველთა და ფრინველთა საკვების მწარმოებელი საწარმო – აგროქიზიყი. სტუმრად ბნ. ბექა გონაშვილთან ვართ დედოფლისწყაროში მისი საკუთარი ხელებით აწყობილ მცირე ქარხანაში, სადაც ხშირად ღამეების თენება უწევთ გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. დღეღამეში 20 ტონამდე წარმოებული საქონლისა და ფრინველის მრავალი დასახელების და დანიშნულების საკვები ძირითადში კახეთში, თუმცა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშიც იყიდება. ასევე ვესტუმრეთ იქვე მდებარე კალოს და მარცვლეულის საწყობს, შემდეგ კი მოვინახულეთ საქართველოში პირველი ბელგიური ლურჯი (საქონლის ჯიში), რომელიც ხელოვნური განაყოფიერების გზით დედოფლისწყაროში დაიბადა (აგროქიზიყი ამ მომსახურებასაც უწევს ფერმერებს და გლეხებს). საუბრისას სოფლის მეურნეობაში დღგ-ს ერთ-ერთ მავნებელ მხარესაც შევეხეთ და მცირე ბიზნესისათვის ზღვარის 500,000-მდე და გადასახადის 5-დან 1 %-მდე შემცირების თემასაც. ბევრ საინტერესოს გაიგებთ ამ მოკლე ვიდეოდან ?