ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

“ბულბული მარკეტი“ – 5 ნოემბერს მეტად საინტერესო ღონისძიება იგეგმება

მოგეწონათ სახელი?

მეც. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ სულ ახლახან აღმოვაჩინე FB-ზე ეს ღონისძიება და მაშინვე ჩავინიშნე აქ გასაშუქებლად. აღმოჩენიდან მალევე კი ორგანიზატორების წერილი მომივიდა დეტალური ინფორმაციით. უმოკლეს დროში გადავრეკე, გავიგე დეტალები და აი ისინიც …

ორგანიზატორი: ღვინის ტურიზმის ასოციაცია
ვებსაიტი: www.wine-tourism.org
FB გვერდი: www.facebook.com/winetourismassociation
ღონისძიების ბმული: www.facebook.com/winetourismassociation
საკონტაქტო პირი: ელენე ბუხაიძე – 599 91 91 65

“ბულბული მარკეტი” – ეს არის ღვინისა და გასტრონომიული კულტურის ფესტივალი, რომელიც “ღვინის ტურიზმის ასოციაციის” მხარდაჭერით ხორციელდება. ფესტივალის მიზანია საქართველოში ჯანსაღი კვების, ეკო-პროდუქტებისა და ნატურალური ღვინის პოპულარიზაცია, აგრეთვე აგრო მწარმოებლების მხარდაჭერა. ფესტივალში მონაწილე დამწყები და გამოცდილი მეღვინეები, კულინარები, ფერმერები, კაფეები და რესტორნები თავიანთ პროდუქციას გააცნობენ საზოგადოებას ტრადიციული და ინოვაციური მიდგომების შეთავსებით. ფესტივალის პროგრამა ამავდროულად მოიცავს საინტერესო თემატურ ლექციებსა და მასტერკლასებს.

თარიღი და დრო: 5 ნოემბერი, 2016. 12:00-21:00

ადგილი: თბილისი, „ლისი ლაუნჯი“ (ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია, ივანე ბერიტაშვილის ქუჩა) ფესტივალზე დასწრების ღირებულება: 5 ლარი

დეტალური ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ღონისძიების ბმულზე.

წარმატებები ახალ წამოწყებას. ყოველი ასეთი ღონისძიება წამოსწევს მთავარ იდეას: ვიყიდოთ ქართული წარმოების ხარისხიანი პროდუქცია!