ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

[ვიდეო] რაჭა, ბლაუენშტაინ საქართველო და შორს მიმავალი გეგმები

რაჭა …
ონის რაიონი …
სოფელი შარდომეთი …
ბლაუენშტაინ საქართველო …
ფერმა და ხორცის გადამამუშავებელი საწარმო …
ბრენდული მაღაზია თბილისში, წერეთლის 67ა …
და კომპანიის შორს მიმავალი გეგმები …

შვეიცარული სტანდარტებითა და ქართული საქონლის ხორცით დამზადებული უმაღლესი ხარისხის ხორცპროდუქტები – ბლაუენშტაინ საქართველოს შორს მიმავალი გეგმები. 18 მილიონიანი ინვესტიციის და 10 წლიანი შრომის შედეგები 20 წუთიან ვიდეოში მათთვის, ვისაც წინსვლა/განვითარება აინტერესებს.

10 სასარგებლო დაკვირვება, რომელიც ყველას გამოადგება:

1. პირველ რიგში უნდა ხაზი გავუსვა ვიდეოს შესრულების დონეს, რომელიც პირველივე კადრში იგრძნობა. ეს პროფესიონალის გაკეთებული ვიდეო პროდუქტია. მისი ყურება ერთი სიამოვნებაა. დააკვირდით „შეფუთვას“ … ბრენდინგის დონეს, Facebook გვერდს, ვებსაიტს და საერთოდ … კომპანიის წარდგენას, რომელიც ამ ვიდეოთი ხდება;
2. დასაწყისშივე შესანიშნავადაა ნაჩვენები რაჭის გარემო, ხედები, ღირსშესანიშნაობები, ადამიანები. ის პრობლემატიკა, რომელიც ასე მწვავედ აწუხებს მხარეს და რეალურად მთიან რეგიონებს. სწორედ ეს ასაბუთებს ინვესტიციის მოტივაციას. ეს ერთგვარი ბრენდ კონცეფციაა, რაც ბიზნესის არსებობას ასაბუთებს. როცა ბიზნესს ამოდენა სოციალური დანიშნულება აქვს რეგიონისთვის, ის ჩანასახშივე წარმატებულია;
3. ხაზგასმულია შვეიცარული ცოდნა და გამოცდილება, რომელიც ასოცირდება ხარისხთან და განვითარებულ სოფლის მეურნეობასთან. „შვეიცარული სტანდარტებითა და ქართული საქონლის ხორცით დამზადებული უმაღლესი ხარისხის ხორცპროდუქტები“ – თქვა/დაწერო ერთია, შეასრულო მეორე. ცოდნა/გამოცდილების გარეშე ეს შეუძლებელია;
4. ხაზგასმულია ნდობა, რომელიც დამფუძნებელ პარტნიორებს შორის ამ ბიზნესის ჩამოყალიბების საფუძველი გახდა. სირთულეები, რომელიც ბიზნესს თავიდანვე შეხვდა გარე ფაქტორების გამო, მაგრამ დაიძლია;
5. აღწერილია კავკასიური წაბლასგან შვიცისა და სიმენტალის ჯიშების გამოყვანის პროცესი, რომელიც 2007 წელს დაიწყო. 2010 წელს კი პირველი ახალი ჯიშის ხბოები გაჩნდა. 2022 წელს კი უკვე სუფთა ჯიშის მიღებას გეგმავენ. დააკვირდით პროცესს. უცებ არაფერი ხდება. ამ კომპონენტში 15 წლიანი პროცესია;
6. ხაზგასმულია პერსონალის სწავლების პროცესი და კონკრეტული შედეგები, რომლებიც დროთა განმავლობაში გახდა ნათელი. და აქ მხოლოდ საკუთარი პერსონალის სწავლება არ ხდება. მათი მეშვეობით ადგილობრივი მოსახლეობისათვის ხდება მოსახლეობისათვის შვეიცარული ცოდნისა და გამოცდილების მიწოდება;
7. ხაზგასმულია ადგილობრივ მოსახლეობის „მოქოქვა“ და ფერმების ჩამოყალიბების ხელშეწყობა. ეს კი ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაა, ხალხის უკან დაბრუნებაა, რეგიონის და ქვეყნის განვითარებაა. ხაზგასმულია ადგილობრივი პოტენციალი. ჯანსაღი ბუნება და ჯანსაღი საკვები ადგილზეა. ეს კი მნიშვნელოვანი უპირატესობაა;
8. დააკვირდით, ჯერ გაკეთდა ფერმა, შემდეგ კი ხორცის გადამამუშავებელი საწარმო, შემდეგ კი [სულ ახლახან] ბრენდული სავაჭრო ობიექტი თბილისში. დააკვირდით ხედვის სიღრმეს და საფუძვლის სიმყარეს, რომელიც წარმატების საფუძველი ხდება;
9. საქართველოში ყველას ყველაფერი უნდა „გუშინ“. ეს ასე არ ხდება, მით უმეტეს სოფლის მეურნეობაში. დააკვირდით. ამ მომენტამდე რომ მოსულიყო კომპანიამ 10 წელი იშრომა. წინ კი უზარმაზარი შრომაა კიდევ ჩასადები. პირველი რაც აქ ჩანს არის საქმისადმი დამოკიდებულება, „სწორი“ დამოკიდებულება;
10. ხარისხი! პრემიუმ ხარისხი პირველი ადგილზეა ყველა ეტაპზე. დააკვირდით. საამაყოა, როცა საქართველოში ასეთი სამაგალითო ბიზნესი არსებობს;

 

ბლაუენშტაინ საქართველოს ძალისხმევით რაჭაში აშკარად გაჩნდა საქმე!

შთაბეჭდილებები?