ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

დღე1: მე ვიყიდე ქართული უგემრიელესი ხორცპროდუქტები “ბლაუენშტაინ საქართველო“-ს საფირმო მაღაზიაში

მოძრაობა KAR.GE უკვე მეექვსედ ატარებს გრანდიოზულ 30 დღიან გამოწვევას, რომელიც 1 დეკემბერს დაიწყო და მეც დღეს, გამოწვევის პირველ დღეს ვესტუმრე „ბლაუენშტაინ საქართველო“-ს ბრენდულ მაღაზიას წერეთლის 67-ში და შევიძინე ხორცპროდუქტები.

საფირმო მაღაზია თბილისში, წერეთლის 67-ში მდებარეობს

პროდუქცია უმაღლესი ხარისხის, საკუთარი წარმოების, ასორტიმენტი ფართო, შეფუთვა მეტად ორიგინალური. აი როგორ იყო შეფუთული ის ნაწარმი, რომელიც ვიყიდე. ამიტომაც ვიდეოში ვერ ვაჩვენე რა ვიყიდე

გირჩევთ ეწვიოთ და თავად დარწმუნდებით რას ნიშნავს ხარისხიანი ნაწარმის შეძენა უმაღლესი დონის სავაჭრო ობიექტში.

იხილეთ ვიდეო, სადაც სრული შთაბეჭდილება შეგექმნებათ, თუ რა არის რეალურად “ბლაუენშტაინ საქართველო” და რამდენად მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს კომპანია!

 

რატომ ვაკეთებთ გამოწვევას და რატომ სწორედ დეკემბერში?

ჩვენი მოტივაცია უმარტივესია: ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი, ვინაიდან როცა ვყიდულობთ ქართულს, ვასაქმებთ ადგილობრივს, ვავითარებთ ადგილობრივ ბიზნესს და ვაძლიერებთ ქვეყანას! გამოწვევის ფარგლებში კი ჩვენი მიზანია ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი და ამ საქმეში ავიყოლიოთ ყველა!

გიწვევთ თქვენც ჩაერთოთ გამოწვევაში სადაც არ უნდა იყოთ. ანუ, ნუ დაელოდებით სანამ ვინმე გამოგიწვევთ … იყიდეთ 1 ლარზე მეტი ღირებულების ნებისმიერი ქართული ბრენდირებული ნაწარმი, ტელეფონით გადაიღეთ ორიგინალური ვიდეო და გამოიწვიეთ თქვენი 3 Facebook მეგობარი, ატვირთეთ ვიდეო საკუთარ Facebook პროფილზე და დათაგეთ გამოწვეული მეგობრები, რომელთაც მიეცით 24 საათი იგივეს გასაკეთებლად.

ეს კი ჩემი FB Live ჩართვა დღეს

გამოწვევის შესახებ სრული ინფორმაცია ნახეთ აქ.