ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ბებოს ჩურჩხელა [მინი], დღე #2

ეროვნული 30 დღიანი გამოწვევა – „მე ვყიდულობ ქართულს“ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი პროდუქციის პოპულარიზების მიზნით 1-30 ივნისის პერიოდში ტარდება და მასში ჩვენ, მომხმარებლები ვღებულობთ მონაწილეობას. ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ პროდუქციას და ჩვენი ამ ქმედების აფიშირებით მაგალითს ვაძლევთ ჩვენს ირგვლივ ადამიანებს, რომ გააკეთონ იგივე.

ნებისმიერი მარკეტის სალაროსთან თუ მიიხედ-მოიხედავთ უამრავი სხვადასხვა დასახელების „თან წაიღე“ პროდუქტს მოკრავთ თვალს. მათი იქ განთავსების მთელი იდეაც იმაშია, რომ ხელს გააყოლოთ. რა გვხვდება იქ? შოკოლადები, კევები და ძმანი/დანი მისნი. ამიერიდან თუ იქ ბებოს ჩურჩხელას მოკრათ თვალი არ გაგიკვირდეთ. ხოლო თუ ვერ მოკრავთ, ჰმ, მოიკითხეთ მაინც …

ბებოს ნობათის ეს პროდუქტი სულ ახალია, სულ ახლახან გამოვიდა ბაზარზე და რამოდენიმე დღის წინ 2,2 ლარად შევიძინე. დაახლოებით 15 სანტიმეტრია სიგრძეში და ზომით და წონით [გემოზე აღარ ვსაუბრობთ] ძალიან მისაღებია. ტრადიციულად ვაკუუმშია შეფუთული. ამ პროდუქტის უნიკალობა ისაა, რომ განსხვავებით ტრადიციული „გრძელი“, „წვეტიანი“ და „ძაფიანი“ ჩურჩხელებისგან ეს მოკლეა, შეფუთული და უძაფო.

უმაგრესი იდეაა ის, რომ ჩურჩხელა ასე შეფუთო და სალაროსთან ახლოს დადო. იმედი მაქვს იდეას აიტაცებენ სავაჭრო ქსელები.

შპს ბებოს ნობათი 2014 წლის დასაწყისიდან არსებობს და უგემრიელეს ბებოს ჩურჩხელას აწარმოებს. კომპანია ზუგდიდში მდებარეობს, რუსთაველის IV შესახვევის #11-ში. ჩურჩხელა ჯერ ვაკუუმშია შეფუთული, შემდეგ კი ორიგინალურ შეფუთვაშია ჩადებული. არ არსებობს მეორე ჩურჩხელა, რომელიც ასეა შეფუთული. ბებოს ჩურჩხელა კახური წვენით და სვანური ნიგვზით მზადდება ზუგდიდში. ხოლო თათარა დამზადებულია ძველებური კახური წესის დაცვით.

 

მაშ,

ველი თქვენს ფოტოებს 🙂 აქვე ქვემოთ 🙂