ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ბატიბუტი

ბატიბუტი – ბევრი ადამიანის საყვარელი სასუსნავი

ქართულია & kar.ge-ა!

პოპკორნი ანუ (ბატი-ბუტი) ბევრი ადამიანის საყვარელი სასუსნავია. მისი ჭამა, როგორც წესი ასოცირდება ფილმის ყურებასთან. თუმცა ჩემი შვილების გადამკიდე, მუდმივად მიწევს ყიდვა ამ საოცრად გემრიელი სასუსნავის, განსაკუთრებით მოსწონთ კარამელიანი ბატიბუტი – Popcorn Buta, რომელიც ყოველ საღამოს ყველაზე სავალდებულო საყიდლების სიაში წერია ჩემ ოჯახში, მე კი ეხლაღა აღმოვაჩინე რომ ის ქართულია, დამზადებულია საქართველოში, ასეც ხდება 🙂 ხშირად არც კი ვიცით რას ვყიდულობთ, სამწუხაროა, ამ ჯერზე კი გამიმართლა მაგრამ ვფიქრობ ხშირად დაუდევრად ვიქცევით და ეს უნდა გამოვასწოროთ.
ამ მართლაც უგემრიელესი ბატიბუტის Popcorn Buta-ს, მწარმოებელი არის კომპანია “ვი და ჯი კომპანი” შეფუთვაზე მხოლოდ ტელეფონია მითითებული 599 551388.

გასინჯეთ Popcorn Buta გემრიელია და თან იაფი, მისი ღირებულება სულ რაღაც 1 ლარია.

ბატიბუტი, გარდა იმისა რომ ძალიან გემრიელი სასუსნავია ასევე სასარგებლო თვისებებიც გააჩნია.
ბატიბუტი შეიცავს უამრავ ანტიოქსიდანტს. ამ თვალსაზრისით, ეს პროდუქტი ხილსა და ბოსტნეულზე სასარგებლოა. მასში წყალში გაუხსნელი პოლიფენოლები მაღალი კონცენტრაციით გვხვდება.ბურბუშელას ერთი ულუფა 300 მილიგრამ პოლიფენოლს შეიცავს, ხოლო ხილის პორცია 160 მილიგრამს. ყველაზე სასარგებლო, მეცნიერების დასკვნით, ბატი ბუტის კანია.

დაძებნეთ, იყიდეთ, გასინჯეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : )

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოებისპროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.