ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ჯანსაღი პროდუქტი ბაია: ფქვილი ვაშლით და ბანანით

ჯანსაღ კვებასთან როგორ ხართ?

ფაფები გიყვართ?

ეს ფქვილი სპეციალურად მათთვისაა, ვისაც ერთი სახის ფაფა არ აკმაყოფილებს და სიამოვნებას მრავალფეროვნებაში ეძებს.

ინფორმაციისათვის:

ფაფები ბურღულეულისაგან მზადდება. ბურღული ეს არის მსხვილად დაღერღილი მარცვალეული. ყველა მარცვლეულს აერთიანებს ერთი მთავარი თვისება – ისინი მდიდარია უჯრედისით, ვიტამინებით, განსაკუთრებით B ჯგუფის ვიტამინებით, ფასეული მცენარეული ცილებით, „ნელი“ ნახშირწყლებით და დაბალკალორიულია, თუ რა თქმა უნდა მათ არ მოვამზადებთ რძით, ცხიმით და შაქრით.

დილით საუზმის ფაფით დაწყება დიდი ხნით შეგინარჩუნებთ დანაყრების გრძნობას, არ დატვირთავს ზედმეტად საჭმლის მომნელებელ სისტემას, ორგანიზმს სასარგებლო საკვები ნივთიერებებით უზრუნველყოფს. დილით კარგი საუზმე საშუალებას მოგცემთ სადილზე ნაკლები შეჭამოთ, მით უმეტეს თუ წონაში დაკლებას ცდილობთ და აკონტროლებთ პორციებს.

კომპანია ბაიაფუდი უკვე დიდი ხანია ბაზარზეა და მრავალფეროვან პროდუქციას უშვებს. დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ მის Facebook გვერდზე.