ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ბადაგი

ჩურჩხელა – ბადაგი, გამოფენაზე აწარმოე საქართველოში

მას შემდეგ რაც kar.ge გუნდის წევრმა ბადაგი პირველად გასინჯა, მიზანში მქონდა რომ სადღაც გადავწყდებოდა და დღეს რომ იტყვიან „ამიხდა“. უგემრიელესი ჩურჩხელა დღეს პირველად გავსინჯე გამოფენაზე „აწარმოე საქართველოში“, რომელიც სპეციალურად EBRD-ს სამიტთან დაკავშირებით ტარდება ძველი პარლამენტის შემობის წინ. გაქვთ შანსი მიხვიდეთ და თქვენს გასინჯოთ, ხვალაც, 15 მაისსაც იქნებიან.

ერთ ცალ ჩურჩხელაში 3 ლარი გადავიხადე. სპეციალურად უცხოელებისათვის სასაჩუქრე შეფუთვები კი 20-25-30 ლარი ღირდა, მაგრამ ისე გამოიყურებოდა რომ … მწარმოებლებმა აშკარად იციან თავიანთი საქმე. თქვენ ის დახლი უნდა ნახოთ კარფურში რომ უდგათ … თვალები ზედ დაგრჩებათ.

მწარმოებელია კომპანია ბადაგი. საიტი სამწუხაროდ არ მუშაობს, Facebook გვერდი აქვს, თუმცა არც ისე აქტიური. მე მგონია, რომ ასეთი მაღალხარისხიანი პროდუქტს ასეთი ინტერნეტ ფანჯარა არ უნდა ჰქონდეს. აქვე ერთი რჩევა: დომენი bada.ge აიღეთ [დამიჯერეთ]. სხვა მხრივ, ჩემი ღრმა პატივისცემა მწარმოებლებს!