ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

წითელი აჯიკა

ქართულია & კარგია!

წითელი ბოსტნეულის აჯიკა, კარგად შეზავებული სანელებლებით, ზომიერი მარილით და სიმწარით საუკეთესო მისაყოლებელია შემწვარ კერძებთან, აი ისეთია გულს რომ მონახავს და  ენას რომ აგიწვავს. ბულგარულის სიტკბო კარგ ბალანსს ქმნის პილპილის სიმწარესთან. მშვენიერია ვერაფერს იტყვი…

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და როგორც მწარმოებელი გვამცნობს 100%–ით ნატურალური პროდუქტია. წარმოებულია საქართველოში, ეკოლოგიურად სუფთა შიდა ქართლის რეგიონის გორის ზონაში.

დაძებნეთ, იყიდეთ, გასინჯეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : )

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.