ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
გაყალბებული აჯიკა და სულ[უ]გუნია თუ ლეგალური ექსპორტი?

ეს გაყალბებული აჯიკა და სულ[უ]გუნია თუ ლეგალური ექსპორტი?

მოგეხსენებათ kar.ge-ზე უდიდეს ყურადღებას ვუთმობთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ქართველების მიერ ქართული პროდუქტების გამოგზავნილ ფოტოებს, რომელთაც პერიოდულად გაწვდით ხოლმე რუბრიკაში – დაიპყარი მსოფლიო. ამ ორიოდ დღის წინათაც გერმანიის ქალაქ Friedrichshafen-დან ქალბატონმა მანანა ამბროლაძემ კიდევ ერთხელ მოგვაწოდა ფოტოები. დიდი მადლობა მას პირველ რიგში. ეხლა ჩავუჯექი ფოტოებს და…

ეს აჯიკა და სულ[უ]გუნი ქალაქ Friedrichshafen-ში მაღაზიათა ქსელში MINI MIX დევს გასაყიდად. ფასებს თვითონვე ხედავთ. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ დაბრენდილია ერთი ქუდით – MONOLITH Unternehmensgruppe – http://www.monolith-gruppe.eu/. ქართულად კი აწერია, მაგრამ …

შეიძლება თვითონ აწარმოებს და ყიდის თავისი ბრენდის ქვეშ …

შეიძლება მხოლოდ დისტრიბუციას ექევა თავისი სახელის ქვეშ, მაგრამ სხვა აწარმოებს …

ეჭვი ოხერი რამეა …

აჯიკა-1

აჯიკა-2

სულუგუნი

 

და ვსვამ ლოგიკურ შეკითხვებს:

ესენი ყალბია, თუ მართლა ჩვენი ექსპორტია?

თუ ჩვენი ექსპორტია, ვინ აწარმოებს?

 

PS

უცხოეთში მაცხოვრებელო ჩვენებურებო: აღმოაჩენთ დახლზე ქართულ პროდუქტს? გადაუღეთ სურათები და გამომიგზავნეთ. ერთად დავიპყროთ მსოფლიო … საზღვარგარეთ გაყიდული თითეული ქართული პროდუქტისგან შემოსული ფული ქართულ ბიზნესს ავითარებს, ეს ავტომატურად ქართულ სახელმწიფოს ავითარებს და შედეგად საქართველოში მყოფი ადამიანი საქმდება და იღებს ხელფასს. რაც მეტი დოვლათი შემოვა ქვეყანაში ექსპორტის შედეგად, მით უკეთესია ეს ამ ქვეყნის თითოეული მაცხოვრებლისათვის.