ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ახალი ღვინის ფესტივალი 2016

ახალი ღვინის ფესტივალი 2016. ჩემი 3 მოლოდინი …

ახალი ღვინის ფესტივალი პირველად გასულ წელს, 2015 წლის 9 მაისს მოვინახულე. რიგით მე-6 იყო და ძალიან კარგად ორგანიზებული ღონისძიებით იმდენად მოვიხიბლე, რომ აი ეს ფოტომიმოხილვაც გამოვაცხე. ღონისძიება გაგრილებულმა [დაგვაწვიმა მაინც], ფხიზელმა [საქმეზე როცა ვარ არ ვსვამ] და კმაყოფილმა [ნანახით, გაგონილით, მოსმენილით, განცდილით] დავტოვე. მერე გავიგე, რომ თურმე თითქმის 20,000-მდე ადამიანი ეწვია 2015 წლის ფესტივალს.

მაშინ განსაკუთრებული მოლოდინი მქონდა, უფრო საორგანიზაციო მხარეს ვუყურებდი, ქარვასლასთან ერთად ქართული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას ვგეგმავდი და საორგანიზაციო მხარეს ვწავლობდი. კარგად „ვიმეცადინე“ და სექტემბერში უკვე მოძრაობა KAR.GE-ს და ქარვასლას ორგანიზებით „KAR.GE ქართული ქარვასლა“ პირველად ჩავატარეთ.

და აი, ახალი ღვინის ფესტივალი 2016 უკვე გამოცხადდა. ორგანიზატორია ღვინის კლუბი. მხარდამჭერები თბილისის მერია და ღვინის ეროვნული სააგენტო. სრული ინფორმაცია ღონისძიების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ, ღვინის კლუბის ვებსაიტზე.

რა მოლოდინი მაქვს მე პირადად?

  1. პირველ რიგში მინდა კარგ ქართულ ღონისძიებაში ჩავერთო როგორც კი შემეძლება და რამდენადაც შემეძლება. იქნება ეს სტატიის KAR.GE-ზე გამოქვეყნება, თუ სხვადასხვა ტიპის დახურულ ღონისძიებებში ჩართვა. საამისოდ დავუკავშირდები ორგანიზატორებს;
  1. რა თქმა უნდა მინდა დავაგემოვნო სხვადასხვა ალკოჰოლური სასმელები. ამ მიმართულებით დეგუსტაციაც თუ იქნება, მთლად უკეთესი. სიამოვნებით ჩავერთვებოდი;
  1. და რა თქმა უნდა მინდა ძველი ნაცნობები მოვინახულო და ახალი კავშირებიც დავამყარო;

 

თუ ახალი ღვინის ფესტივალი ჯერ არ გინახავთ, არა უშავს …
მოინიშნეთ 14 მაისი …

 

PS
ნეტა ღვინის საკითხში რომ გვაქვს ისე გვქონდეს საქმე სხვა პროდუქციის შემთხვევაში …
რას ვგულისხმობ? იმას, რომ ექსპორტზეც ბლომად გადის და შიდა ბაზარიც ოკუპირებული აქვს …