ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ახალი ღვინის ფესტივალი

ახალი ღვინის ფესტივალი – kar.ge ფოტომიმოხილვა + ვიდეო

ახალი ღვინის ფესტივალი უკვე მეექვსედ ჩატარდა, ამჯერად 2015 წლის 9 მაისს. ცხადია რაც ქართულია & kar.ge-ა არ გამოვტოვებდი ღონისძიებას, რომელსაც მრავალი ათასი ადამიანი ეწვია. სურათების დიდი ნაწილი ჩემი გადაღებულია, თუმცა ნაწილის ავტორი პროფესიონალი ფოტოგრაფი – შალვა ჯანიაშვილია.

 

დედა ენის ბაღში მივედი დაახლოებით 12:00. უკვე დაწყებული იყო დეგუსტაციაც, ჭამაც, სმაც და მოლხენაც

1.1

1.2

1

ხალხი ყველგან ბლომად იყო. აბსოლუტურად ყველა დახლთან, მიუხედავად იმისა ღვინის კომპანიის იყო ის თუ ოჯახური მარნის, უშველებელი რიგი იდგა. განსაკუთრებული ინტერესი დავინახე ოჯახური მარნების მიერ წარმოებული ღვინის მიმართ. ამას ბევრი ხმამაღლა აღიარებდა

3.1

3.2

3.3

ზოგი დახლი განსაკუთრებით ლამაზად იყო გაწყობილი. აშკარაა, რომ კომპანიებმა განსაკუთრებით იზრუნეს ვიზუალურ მხარეზე

5.1

5.2

5.3

5.4

5.5

5.6

ღვინის გარდა ბევრი სხვა სახის პროდუქტი იყო წარმოდგენილი

6

ხალხი ყველგან ერთობოდა/ისვენებდა, მათ შორის ბალახზეც

7.1

7.2

ტურისტები მოდიოდნენ ჯგუფ-ჯგუფად. ძალიან ბევრი უცხოელი იყო, ძალიან ბევრი

8.1

8.2

8.3

სამი ქართული ანსამბლი იყო მოწვეული მუსიკალური ფონის შესაქმნელად. ორი მათგანი ზურგხედში მყავს გადაღებული მხოლოდ : )

9.1

9.2

9.3

შეგეძლო სპეციალურად ჩამარხული ქვევრიდან ღვინო ორშიმოთი ამოგეღოთ, მიგერთვათ და სურათი გადაგეღოთ

10

შეგეძლო თიხის მოზელა და რაიმე ნაკეთობის გაკეთება

11

შეგეძლო საკუთარი სახელობის ღვინის ეტიკეტის გაკეთება ბოთლზე და ისე შეძენა

12

შეგეძლო ტრადიციულ ქართულ ტანისამოსში გამოწყობილ ადამიანებთან სურათის გადაღება

13.1

13.2

ეგ კიდევ რა, სოფლის მეურნეობის ტექნიკის გამოცდაც კი შეგეძლო, როგორც აი ამ ვაჟკაცმა აჭენავა

2

დასვენება, ჭამა, სმა ბორჯომის მიერ მოწყობილ სპეციალურ ადგილზე შეიძლებოდა

14.2

14

ჰოი რომ 15:30-დან ამინდმა დაგვაღალატა, წვიმა დაიწყო, თუმცა ხალხი ამას არ შეუშინებია, ირგვლივ ისეთი გახურებული ფესტივალი მიდიოდა, წვიმის წვეთი დაცემისთანავე ორთქლდებოდა

16.1

16.2

16.3

16.4

16:30-დან შევატყვე, რომ უკვე ბევრ დახლზე გამოილია ღვინო და სექტორების აშლა დაიწყეს, წვიმამაც მოუმატა, ხალხმაც ნელ-ნელა წასვლა დაიწყო.

 

საორგანიზაციო მხარე

დედა ენის ბაღი ჩატარებამ მე მგონი გაამართლა. დიდი ტერიტორიაზე ყველაფერ ოპტიმალურად განაწილებული მეჩვენა. მზადება წინასწარ და ღიად მიდიოდა ინტერნეტით, თუმცა როგორც ჩანს აქ სახელმწიფო სტრუქტურებმაც კარგად იმუშავეს აუდიტორიის მოყვანის ნაწილში. ძალიან ბევრი ხალხი იყო. თავისუფლად ვერ გაივლიდი, წვიმაშიც კი

23

იყო ბროშურა, პოსტერიც, სხვადასხვა ატრიბუტიკაც. იყო დიდი ბანერი სურათების გადასაღებად, რომლითაც პირველ რიგში ტურისტები სარგებლობდნენ. რუკა იდგა ინფორმაციით, თუ რომელი კომპანია სად იყო განთავსებული ტერიტორიაზე. იყო მედიაც … არერთი ინტერვიუს პროცესი დავლანდე. ფოტოგრაფებიც ბლომად იყვნენ

30

ძალიან კარგი იდეა იყო ღვინის 4 კასრის გათამაშება. შეგეძლო სუვენირი ჭიქა გეყიდა, თან მოჰყვებოდა ბილეთი, რომელსაც აწერდი სახელს/გვარს და აგდებდი გათამაშების ქვევრში. იქედან კი დანიშნულ დროს ხელის მარტივი მოძრაობით ამოდიოდა ერთი ბილეთი, გამარჯვებულის ბილეთი. აი ერთ-ერთი გათამაშების ვიდეოც, რომელიც დღეს გავრცელდა

 

25

სისუფთავე იყო უმაღლეს დონეზე; ყველგან ნაგვის ყუთი, პერსონალი მზად იყო. ერთ მომენტში დავინახე, რომ ქალბატონს ჭიქა გადაუვარდა და გაუტყდა. აშკარად უხერხულად იგრძნო თავი, ეცადა ფეხით ნატეხები გზის კუთხეში შეეგროვებინა, მაგრამ წამში გამოჩნდა დასუფთავების სამსახურის წარმომადგენელი და ისე ახვეტა ნამსხვრევები ჩართული ფოტოაპარატიც კი ვერ მოვიმარჯვე რომ გადამეღო …

123

უსაფრთხოება იყო უმაღლეს დონეზე. ხმამაღალი ლაპარაკიც კი არ გამიგია. პერიმეტრზე პოლიცია იდგა, შიგნით ტერიტორიაზეც, თუმცა ეს „ხელი“ არ იგრძნობოდა.

 

მოკლედ,

ბევრი სასიამოვნო ადამიანი ვნახე, გავიცანი, ვისიამოვნე გარემოთი, დავსველდი წვიმაში, დავაგემოვნე ღვინო … მეტი რა ვთქვა? მხოლოდ ის, რომ არ უნდა გამოგეტოვებინათ ეს ამბავი …