ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
საზოგადოებრივი არჩევანი

პირდაპირი ეთერი ტელეარხზე – ახალი საქართველო, საზოგადოებრივი არჩევანი

უღრმესი მადლობა ქ-ნ ნაზი მეშველიანს და TV ახალი საქართველოს შემოქმედებით გუნდს ამ შესაძლებლობისათვის. 4 დეკემბერს დაგეგმილი 40 წუთის მაგივრად 70 წუთი ისე ვისაუბრეთ, რომ ვერც კი შევამჩნიეთ დრო როგორ გაგვექცა.

4 დეკემბერს მიმიწვიეს ტელეკომპანია ახალ საქართველოში, პირდაპირ ეთერში, ქართულ და კარგ თემაზე სასაუბროთ. ტელეკომპანია ამჟამად საცდელ მაუწყებლობას აწარმოებს და ბევრი რამ იხვეწება, ამიტომ მოგვიტევეთ მცირე ტექნიკური ხარვეზების გამო. საინტერესო საუბარი კი შედგა:

რა არის მოძრაობა kar.ge? რა არის მიზანი/მისია და კონკრეტულად რას საქმიანობს?
რატომ არის ეს თემატიკა მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, ბიზნესისთვის მოქალაქეებისათვის?
რატომ უნდა იყიდოს საქართველოს მოქალაქემ ამ ქვეყანაში წარმოებული პროდუქცია?
რა ეკონომიკური სარგებელი აქედან ქვეყანას, ბიზნესს და მოქალაქეს?

გარდა ამისა შევეხეთ კონკრეტულ საქმიანობებს, რასაც ვაკეთებთ ამჟამად: 30 დღიანი გამოწვევა, 18-20 დეკემბერის გამოფენა-გაყიდვა და მომავალ გეგმებსაც.