ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ლუდი სვიანი

ახალი ლუდი სვიანი უკვე გასინჯეთ? მე გავსინჯე და აი შეფასებაც

ლუდი სვიანი – ბაზარზე ახალი მოთამაშეა, რომელიც ზედაზენმა შემოიტანა. ლუდს ხშირად არ ვსვამ, მაგრამ როცა ახალი ლუდი გამოდის, ვცდი ხოლმე. ჰოდა ამჯერად ლუდი სვიანი ვცადე.

ერთს ვიტყვი, რომ ლუდის ბაზარზე მყარად დგას ქართული ნაწარმი. ნატახტარი, ზედაზენი და კასტელი ბაზრის დიდ ნაწილს აკონტროლებენ. თუმცა ასევე დიდი იმპორტი. თამამად ვსვათ ქართული ლუდი, მათ შორის ნამდვილად მოძებნით ისეთს, თქვენს გემოვნებას რომ შეესაბამება.

რამოდენიმე მომენტს გამოვყოფდი მხოლოდ:

  • თავად ის ფაქტი, რომ ახალი ლუდი – ლუდი სვიანი გამოვიდა ბაზარზე, უკვე დადებითია. ესე იგი საწარმო ვითარდება. ბაზარს სჭირდება სიახლები, მით უმეტეს ეხლა, როცა ამინდებიც სათანადო დგება;
  • შეფუთვა, დიზაინი და ა.შ. ზედაზენს არ დაეწუნება. მოწოდების სიმაღლეზეა;
  • დისტრიბუციაც მოწოდების სიმაღლეზეა, უბნის მარკეტში ვიყიდე. ზედაზენს აშკარად აქვს „საცეცები“, რასაც ბევრ ქართულ ბრენდზე ვერ ვიტყოდი. კომპანიის პროდუქცია ყველგან გვხვდება;
  • 4,5 % ალკოჰოლი აქვს. ერთი ნახევარლიტრიანი დავლიე და ვერ ვიგრძენი საერთოდ. საჩემო აშკარად არაა ეს ლუდი, მაგრამ ბევრია ბაზარზე ისეთი, რომელსაც არ სიამოვნებ ალკოჰოლი;
  • გემო ნორმალური აქვს. ვერ ვიტყვი რომ რამე განსაკუთრებული ვიგრძენი, მაგრამ გემო ისეთი რამეა, ყველა აღმოაჩენს მასში რაღაცას;

ვიყიდი თუ არა კიდევ?

ალბათ ჩემთვის არა, მე მეტი სიმძაფრე და ალკოჰოლი მირჩევნია, მაგრამ ვურჩევ მათ, ვისაც დაბალალკოჰოლური ლუდი სიამოვნებთ!