ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ფელამუში

აღმოაჩინე ფელამუში, სს ენისელი ბაგრატიონისაგან

ქართულია & kar.ge-ა!

 

ფელამუში …

450 გრამიანი ქილა …

მწარმოებელი – სს ენისელი ბაგრატიონი

ფასი – 5.6 ლარი

შევიძინე ფუდმარტში, შარტავას ქუჩაზე …

დღეს …

ფელამუში, თან ქილაში ასე ჩამოსხმული … აი მართლა სიურპრიზი იყო ეგ ჩემთვის. შემადგენლობა გაინტერესებთ? ჰაჰაა, ვიხუმრე …

ჩემი აზრით ფელამუშის ეს პარტია ან საექსპორტოდ შეიქმნა და ნაწილი დახლზე დადეს, ან რაღაც სახელდახელოდ გაკეთებულს ჰგავს. უფრო მეორე მგონი, ვინაიდან ეტიკეტზე ძირითადი ინფორმაცია ქართულ ენაზეა. ეტყობა აინტერესებთ ბაზარი როგორ მიიღებს პროდუქტს. ყოველ შემთხვევაში კომპანიის საიტზე ინფორმაცია ამ „ექსპერიმენტის“ შესახებ არ მოიპოვება. ბაზრის რა მოგახსენოთ, ჩემმა ოჯახმა კი სათანადოდ „დააფასა“ ეს აღმოჩენა.

ნაზი, რბილი, ზომიერად ტკბილი, თავისებური არომატით … აი, ძალიან გემრიელია! მაგრამ 450 გრამი 5.6 ლარი? მე მგონი ამ ფასში მყიდველი ცოტა იქნება. თუმცა მეორეს მხრივ შევხედოთ, როცა ძალიან მოგენატრება და თან ჯიბეც გერჩის, მე მგონი იყიდი!

 

დაძებნეთ, იყიდეთ, გასინჯეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : )

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.