ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

მითი #1: ევროკავშირთან ასოცირება საფრთხეა მართლმადიდებლობისათვის?

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების თემა ჯერ კიდევ არ კარგავს აქტუალობას და კვლავაც საზოგადოების ცხოველი განსჯის საგანია. მეც პირადად ბევრისაგან მომისმენია უამრავი ტყუილ-მართალი ამ საკითხზე, ამიტომაც გადავწყვიტე, ზოგიერთი მითი ამ თემაზე, თქვენთვისაც გამეცნო. და არა მხოლოდ გამეცნო, რამედ გამეფანტა კიდეც …

დღეს ყველაზე “მტკივნეულ” თემას შევეხები: ევროკავშირთან ასოცირება უქმნის თუ არა საფრთხეს ქართულ ტრადიციებს და განსაკუთრებით მართლმადიდებლობას, როგორც სახელმწიფო რელიგიას?

ვფიქრობ ამ მითის წარმოშობის საფუძველი ისაა, რომ აღმსარებლობის თავისუფლების და რელიგიური შემწყნარებლობის თვალსაზრისით ევროკავშირი მსოფლიოში წამყვან პოზიციებზეა. შესაბამისად ფიქრობენ, რომ რელიგიური თავისუფლების და რელიგიური შემ­წყნარებლობის პრინციპების დაცვამ შესაძლოა მიიღოს არასასურველი ხასიათი. თუმცა ფაქტი ისაა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლები, როგორც ტრადიციის მოყვარული ადამიანები, ღრმა პატივისცემით არიან განმსჭვალული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და საქართველოს ეროვნულ ცხოვრებაში მისი მნიშვნელოვანი როლისადმი.

2014 წლის მარტში ევროკომისარი შტეფან ფულე შეხვდა პატრიარქ ილია II-ს და მათ ისაუბრეს ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის შესახებ. პატრიარქმა საქართველოს ევროპული არჩევანისადმი თავისი უპირობო მხარდაჭერა  გამოხატა სიტყვებით:

„ჩვენ ძალიან კმაყოფი­ლი ვართ იმით, რომ საქართველო, რომელმაც გამოიარა მძიმე პერიოდი კომუნისტური რეჟიმის, დღეს მიემართება ევროპის სტრუქტურებში. ევროკავშირი არის ის ორგანიზაცია, რომელსაც კარგად იცნობს ქართველი ხალხი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველო გახდეს სრულუფლებიანი წევრი ამ დიდი ორგანიზაციის“.

თქვენ როგორ გგონიათ? ევროკავშირთან ასოცირება უქმნის თუ არა საფრთხეს ქართულ ტრადიციებს და განსაკუთრებით მართლმადიდებლობას, როგორც სახელმწიფო რელიგიას?