ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ასკილის წვენი

ასკილის წვენი – უკონსერვანტო, 0% შაქარი, ეკოლოგიურად სუფთა

ქართულია & kar.ge-ა!

საყიდლებზე წასულს უცებ მომხვდა თვალში ეტიკეტი – ასკილის წვენი, 0% შაქარი. ეს უნდა გავსინჯო, ბავშობის გემოებს თუ გამახსენებსთქო ვიფიქრე და არ შევმცდარვარ. ეკოლოგიურად სუფთა, ველური ასკილისგან დამზადებული წვენი, სასარგებლო როგორც დიდების, ისე პატარებისათვის.

გემო ძალიან მომეწონა და უკვე ეტიკეტის შესწავლაზე გადავედი. ჩემთვის სრულიად უცხო მწარმოებელი BPC ltd, რომელსაც საკმაოდ გამართული და დახვეწილი ვებ-გვერდი გააჩნია http://bpc.ge, თუმცა მხოლოდ ინგლისურ ენაზე. შესაძლოა პროდუქტი ექსპორტზეა გათვლილი, მაგრამ მაინც ვისურვებდი ქართული ენაც დაემატებინათ საიტზე.

აღმოვაჩინე, რომ აწარმოებენ მხოლოდ ასკილის წვენს, ოღონდ სამი სახისას. -01 – შაქრით დამტკბარი, 02 – შაქრის გარეშე, დამტკბარი სტევიას მეშვეობით (ეტიკეტზეა განმარტებებული: სტევია-არაკალორიული ბუნებრივი დამატკბობელი), 03 – ეკო, დამზადებული მხოლოდ გალავნის ტყეში მოძიებული ველური ასკილისაგან. პროდუქტი არ შეიცავს გენომოდიფიცირებულ პროდუქტებს, პესტიციდებს, საღებავებს, სტაბილიზატორებს და ა.შ. შეგიძლიათ მიირთვათ როგორც ცივი, ისე შემთბარი. ფასი შთამბეჭდავი – 3,95 ლარი, თუმცა ღირდა სიამოვნებად

დაძებნეთ, იყიდეთ, გასინჯეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : )

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.