ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
აგროქართლი

ანონსი აგროქართლი – ფერმერთა მომსახურების/მექანიზაციის ახალი სერვის ცენტრი გორში

2015 წლის 16 ივნისს 13:00 შიდა ქართლის რეგიონში ქ. გორში USAID/REAP გეგმავს ახლად დაარსებული ფერმერთა მომსახურების/მექანიზაციის სერვის ცენტრის – შპს აგროქართლი -ს გახსნის ცერემონიალს. მისამართი: ცხინვალის გზატკეცილი # 2, ქ. გორი.

შპს ”აგროქართლი“-ს მიზანია USAID/საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტთან თანამშრომლობით ახალი სერვის ცენტრის დაარსება, რომელიც მოემსახურება 9,000 ადგილობრივ ფერმერს და ხელს შეწყობს მათ მიერ მოყვანილი პროდუქციის ხარისხის ამაღლებას.

USAID/REAP-ს მიერ გაწეული ინვესტიცია 134,250 აშშ დოლარის ოდენობით მოხდა ექვსრიგიანი სიმინდის პრეზეციული სათესის, ექვსრიგიანი რიგთაშორისი კულტივატორის, ოთხრიგიანი პრეზეციული სათესის, ოთხრიგიანი რიგთაშორისი კულტივატორის, დისკებიანი ფარცხის, წნეხამკრეფის და მონიტორების, ცენტრის მოწყობა და მისი საჭირო ავეჯით აღჭურვა. ბ-ნი გოგა სვიმონიშვილის თანამონაწილეობით 481,721 აშშ დოლარით დაიფარა შენობის მშენებლობის ძირადი ხარჯები და შეიქმნა 5 ახალი სამუშაო ადგილი.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით: მაკა ნოსელიძე, 591 192 919, mnoselidze@georgiareap.org, Facebook გვერდი.