ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ალუბალი, დღე #21

ეროვნული 30 დღიანი გამოწვევა – „მე ვყიდულობ ქართულს“ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი პროდუქციის პოპულარიზების მიზნით 1-30 ივნისის პერიოდში ტარდება და მასში ჩვენ, მომხმარებლები ვღებულობთ მონაწილეობას. ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ პროდუქციას და ჩვენი ამ ქმედების აფიშირებით მაგალითს ვაძლევთ ჩვენს ირგვლივ ადამიანებს, რომ გააკეთონ იგივე.

ბავშვობაში ხეზე ბლის და ალუბლის ჭამა გიყვარდათ?
მე ძალიან … დაჩირებულების განსაკუთრებით …
სანამ ერთ დღეს არ აღმოვაჩინე ჭეშმარიტება ალუ/ბლის გულში …
აი იმ ჭეშმარიტებაზე ვამბობ, წყალში რომ ჩაყრი ალუ/ბალს და მერე რომ ხდება …

მოკლედ, გაიცანით დღევანდელი 21-ე დღის გმირი – ქართული ალუბალი …
აქვე, ეზოში მოკრეფილის, ნაღდის, ნატურალურის, წყალს რომ დაასხამ და თითო ალუბლიდან 2 ჭია რომ გამოდის ხელიხელჩაკიდებული 🙂
ანუ ეს კონკრეტული ალუბალი არ მიყიდია …
და ამ ალუბლის „თამადობით“ საქართველოში წარმოებული ყველა სს პროდუქტისა იყოს …

მე ალუბალი შაქრიანი მიყვარს …
აი ასეთი, სურათში რომ ხედავთ …
როგორია? მოგწონთ?