ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

აი, ასეთი იყო „ნატურალური ღვინის და საკვების ფესტივალი“ 23 ივნისს ეთნოგრაფიულ მუზეუმში

2018 წლის 23 ივნისს, 18:00-დან აგუგუნდა „ნატურალური ღვინისა და საკვების ფესტივალი“ ეთნოგრაფიულ მუზეუმში, რომელსაც რიგ პარტნიორებთან, მონაწილეებთან და მედიასთან ერთად KAR.GE-ს მხარს უჭერდა.

მივედი თუ არა, ავიარე-ჩავიარე, დავათვალიერე და კარგი ღონისძიების მოქოქვის სულისკვეთებით ეს ვიდეო ჩავწერე … მით უმეტეს, რომ ადგილზე გაგანია მზადება იყო … თან იქვე ბამბუკის მარინადი და მურაბა აღმოვაჩინე და ის გავაცანი საზოგადოებას …

 

გადაცდა თუ არა 18:00-ს, მოემატა და მოემატა საზოგადოება …

ტურისტები ბლომად იყვნენ, ალბათ 20-30 % მაინც …

აი რა ხდებოდა დაახლოებით 8 საათისთვის …

 

არ ავცდი ფიალით ღვინის გასინჯვას 🙂

ნამდვილად, ფიალით გასინჯვას სულ სხვა ხიბლი აქვს …

გელოვანების ღვინო მართლაც გადასარევი სასმელია!

 

მაგრამ როგორც ჩანს ელია გაგვიწყრა ზემოთ, შეშურდა ეტყობა …

დაგვაყარა წვიმამ და ისე მიგვაქიაქა, რომ 2 წუთში ვინ სად გარბოდა არ იცოდა …

იქვე გადახურულს შევეფარეთ და ნახევარი საათი ფეხი ვერ მოვიცვალეთ …

 

დაათვალიერეთ ფოტოებიც …

 

ეს კი თუ მაღალი ხარისხის ფოტოები გნებავთ

აი ასეთი იყო "ნატურალური ღვინისა და კერძების ფესტივალი" ეთნოგრაფიულ მუზეუმში 2018 წლის 23 ივნისს. კი მართალია ქარმა და…

Posted by მოძრაობა KAR.GE on შაბათი, 23 ივნისი, 2018