ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
როგორ მოიპოვა ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია?

როგორ მოიპოვა ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია?

ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ ვახტანგ გორგასალი იყო ის მეფე, რომელმაც ქართულ ეკლესიას ავტოკეფალია მოუპოვა. სწორედ მის დროს დაარსდა ქართლში კათალიკოსის თანამდებობა; სწორედ მის დროს მოიპოვა ქართულმა ეკლესიამ დამოუკიდებლობა და სწორედ მის დროს ქართლის პირველი კათალიკოსი გახდა პეტრე კაპადოკიელი. და ეს ასე მოხდა …

პეტრე კაბადოკიელის კათალიკოსად კურთხევასთან დაკავშირებით ვახტანგ გორგასალმა ბიზანტიის იმპერატორსა და კონსტანტინოპოლის პატრიარქს თხოვნით მიმართა. თუმცა ეს ადვილი საქმე არ იყო. ქართლში იმ დროს იჯდა მთავარეპისკოპოსი მიქაელი, ვახტანგ გორგასალის აღმზდელი და მაზდეანობის წინააღმდეგ ბრძოლაში გამობრძმედილი ადამიანი. პეტრე კაპადოკიელის კათალიკოსად კურთხევის სურვილის შესახებ გორგასლის ამ გადაწყვეტილებამ მიქაელი რა თქმა უნდა განარისხა, რის გამოც მან ვახტანგი და მისი ჯარი დასწყევლა.

მეფეს არ სურდა ვითარების გართულება ჩამოქვეითდა და გადაწყვიტა წესისამებრ მის ფეხს მთხვეოდა, მაგრამ მიქაელმა წიხლი ჩაჰკრა და კბილი ჩაუმტვრია – “მიამთხვია პირსა მეფისასა ფანდაკითა“ გვამცნობს ქართლის ცხოვრება. ასეთი შეურაცხყოფა ვახტანგმა რა თქმა უნდა არ აპატია, გაანთავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან და ბიზანტიაში გააძევა.

ქართლის მოქცევიდან 170 წლის შემდეგ, 487 წელს ანტიოქიის პატრიარქმა პეტრე ფულონმა ქართლის კათალიკოსად პეტრე კაბადოკიელი აკურთხა. იმ მომენტიდან ქართლის ეკლესია დამოუკიდებელი გახდა რაც უდიდესი მოვლენა იყო ქართველი ერის ისტორიაში.