ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

“Покупай украинское, плати украинцам” – უკრაინაში კანონპროექტი შექმნეს პირველი მოსმენით მიიღეს!!!

სულ რამოდენიმე დღეა რაც უკრაინის რადაში პირველი მოსმენით მიიღეს კანონპროექტი “Покупай украинское, плати украинцам” (კანონპროექტი ნომრით 7026)! ეს ღონისძიება განიხილება როგორც მაკროსაფინანსო და მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის გეგმის ნაწილი. იხილეთ წყარო, სადაც ჩაშლილია ასევე, თუ რატომ არ ეწინააღმდეგება ეს კანონი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წინაშე აღებულ ვალდებულებებს.

კანონპროექტის ინიციატორია უმაღლესი რადას სამრეწველო და სამეწარმეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე – Виктор Галасюк. აი მისი პოსტი Facebook-ზე.

ზუსტად არ ვიცი რას გულისხმობს ეს კანონპროექტი – “Покупай украинское, плати украинцам”, მაგრამ უკვე დავუკავშირდი დეპუტატს და ველოდები მისგან გამოხმაურებას.

ჩვენთვის რა ხეირი ამ ტიპის კანონპროექტში?

ხვდებით რაზეა საუბარი?

როგორც ჩანს უკრაინაში მოძებნეს გამოსავალი, თუ როგორ შეიძლება საომარ სიტუაციაში მყოფმა ქვეყანამ (როგორც ჩვენ) გვერდი აუაროს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებს და მიიღოს ასეთი კანონი! ეს გამოცდილება გასაზიარებელია ნამდვილად!!!