მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ჯორჯიან აგრო ექსპორტ გრუპ, კოოპერატივი
ქართული მარწყვი

ჯორჯიან აგრო ექსპორტ გრუპ, კოოპერატივი

კომპანიის დასახელება: ჯორჯიან აგრო ექსპორტ გრუპ, კოოპერატივი
მისამართი: დუშეთის რაიონი, სოფელი ბულაჩაური
ვებსაიტი: N/A
Facebook გვერდიhttps://www.facebook.com/Georgian-Agro-Export-Group-599591763474861/
საკონტაქტო პირი: დავით თარიმანაშვილი
ტელეფონი: 598 17 61 75
ელ.ფოსტა: d.tarimanishvili@gmail.com

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ჯორჯიან აგრო ექსპორტ გრუპი სათბურის პირობებში მარწყვს აწარმოებს. დუშეთის რაიონის სოფელ ბულაჩაურში აგებული 500 კვადრატულ მეტრიანი სასათბურე მეურნეობა აღჭურვილია ავტომატური წვეთოვანი მორწყვის სისტემით და ორ იარუსიანი სტელაჟებით, სადაც განთავსებულია 12,000-მდე სან-ანდრეასის და “ელიზავეტა II”-ს ჯიშის მარწყვის ნერგი.

მარწყვის ტექნიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე კოოპერატივი 2016 წლის აპრილის ჩათვლით 6 ტონამდე მარწყვის წარმოება-რეალიზაციას გეგმავს, მომდევნო 2 წლის მანძილზე კი ბაზრისთვის 12-14 ტონა პროდუქტის მიწოდებაა დაგეგმილი. საწყის ეტაპზე პროდუქცია ძირითადად ადგილობრივი ბაზრისთვისაა განსაზღვრული. მიზნობრივი აუდიტორიაა საცალო და საბითუმო ობიექტები, რესტორნები და სუპერმარკეტები.

ჯორჯიან აგრო ექსპორტ გრუპი ეტაპობრივად ზრდის წარმოებას და მარწყვის ექსპორტს ბრენდით – “ქართული მარწყვი” მეზობელი ქვეყნებისა და ევროკავშირის ბაზარზე გეგმავს.

გალერეა