მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ჯეო მულჩი

ჯეო მულჩი

თვალჭრელიძის 3, თბილისი, საქართველო
+995 599 11 12 34
info@geomulch.ge
http://geomulch.ge
FB / ჯეო მულჩი

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

სახელი & გვარი & ორგანიზაცია

ელ. ფოსტა

მობილური

გთხოვთ აღწერეთ რისი შეკვეთა გნებავთ, რამდენის და როდისთვის?

დიდი მადლობა შეკვეთის ფორმით სარგებლობისათვის.

შპს “ჯეო მულჩი” მომხმარებელს სთავაზობს ეკოლოგიურად სუფთა, ბიოლოგიურად აქტიურ ორგანულ მულჩს, რომელიც გამოიყენება როგორც სოფლის მეურნეობაში, ასევე ლანდშაფტის დაგეგმარებისას. მულჩი წარმოადგენს ორგანულ საკვებს მცენარეებისთვის, ხელს უწყობს მცენარის განვითარებას და საგრძნობლად ამცირებს ყოველწლიურ სამეურნეო ხარჯებს.

შპს “ჯეო მულჩი” ქართულ ბაზარზე 2014 წლიდან ფუნქციონირებს. კომპანიის დაარსებას წინ უძღვოდა კომპანიის დამაარსებლების მხრიდან კონკრეტული პროდუქტით (მულჩით) დაინტერესება აშშ-ში, სადაც მულჩის გამოყენებას ასწლოვანი ისტორია აქვს. კომპანიის დამაარსებელმა ბნ. მიხეილ მესტვირიშვილმა, რამდენიმე წლის განმავლობაში შეისწავლა მულჩის წარმოების ტექნოლოგია და გამოყენების კულტურა კოლორადოს სახელწიფო და ჩრდილო კალიფორნიის უნივერსიტეტებში. საქართველოში დაბრუნებისთანავე კი დააარსა კომპანია “ჯეო მულჩი” და დაიწყო საქართველოსთვის ინოვაციური პროდუქტის – მულჩის წარმოება. აქედან მომდინარეობს ბრენდული დასახელება – “ჯეო მულჩი”.

მისია
 ჯეო მულჩი აქტიურად ზრუნავს საქართველოშიც დანერგოს მულჩირების კულტურა;
 საქართველო აგრალური ქვეყანაა, განვითარებული ქვეყნების პრაქტიკიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი და აუცილებელია მეურნეობებში მულჩის გამოყენება;
 საქართველოში მიწები (თბილისსა და რეგიონებშიც) საგრძნობლად გამოფიტული და ეროზიულია, ამიტომ მულჩირება სასიციცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნაში სოფლის მეურნეობის და ზოგადად ეკონომიკის განვითარებისათვის;

კომპანიის ძირითადი მიმართულებებია:
 ლანდშაფტის დიზაინი/დაგეგმარება და განხორციელება;
 მცენარეების შერჩევა/დარგვა;
 მულჩირება;
 შემდგომი მოვლა-პატრონობა;

ნამუშევრები