მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ჯეო მულჩი, შპს

ჯეო მულჩი, შპს

თვალჭრელიძის 3, თბილისი, საქართველო
+995 599 11 12 34
info@geomulch.ge
http://geomulch.ge
FB / ჯეო მულჩი

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

სახელი & გვარი & ორგანიზაცია

ელ. ფოსტა

მობილური

გთხოვთ აღწერეთ რისი შეკვეთა გნებავთ, რამდენის და როდისთვის?

დიდი მადლობა შეკვეთის ფორმით სარგებლობისათვის.

შპს “ჯეო მულჩი” ქართულ ბაზარზე 2014 წლიდან ფუნქციონირებს. კომპანიის დაარსებას წინ უძღვოდა კომპანიის დამაარსებლების მხრიდან კონკრეტული პროდუქტით (მულჩით) დაინტერესება აშშ-ში, სადაც მულჩის გამოყენებას ასწლოვანი ისტორია აქვს. კომპანიის დამაარსებელმა ბნ. მიხეილ მესტვირიშვილმა, რამდენიმე წლის განმავლობაში შეისწავლა მულჩის წარმოების ტექნოლოგია და გამოყენების კულტურა კოლორადოს სახელწიფო და ჩრდილო კალიფორნიის უნივერსიტეტებში. საქართველოში დაბრუნებისთანავე კი დააარსა კომპანია “ჯეო მულჩი” და დაიწყო საქართველოსთვის ინოვაციური პროდუქტის – მულჩის წარმოება.

რა არის მულჩი?

მულჩი ორგანული პროდუქტია. იგი მიიღება მაგარი და რბილმერქნიანი მცენარეების, შესაბამისი ტექნოლოგიით მსხვილ და წვრილ ფრაქციებად დაქუცმაცებით. მუშავდება ეკოლოგიურად სუფთა ბიოორგანული თხევადი სასუქით – ორგანიკა. შეფერვა ხორციელდება აშშ სტანდარტების შესაბამისი სპეც. საღებავით. მულჩი გამოიყენება როგორც სოფლის მეურნეობაში, ასევე დეკორატიული მცენარეების, ეზოების, ბაღების და ზოგადად ლადშაფტის დიზაინის გაკეთილშობილებისა და მოვლისათვის.

რა არის მულჩირება?

მულჩირება არის ნიადაგის მოშიშვლებული დამუშავებული ზედაპირის გადაფარვა ბუნებრივად აქტიური ეკოლოგიურად სუფთა ბუნებრივი ტყე–მასალისგან დამზადებული მულჩით.

მულჩირების უპირატესობებია:
1. მულჩით დაფარული ნიადაგი და ნარგავები დაცულია გადარეცხვისგან, გამოფიტვისგან გადახურებისგან, ყინვისგან. შასაბამისად აღარ მიმდინარეობს ეროზიული პროცესები და ფესვთა სისტემა დაცულია;
2. მულჩირების შემდგომ ნიადაგიდან 40–60 პროცენტით მცირდება წყლის აორთქლება, რაც ამცირებს მორწყვის ინტენსივობას;
3. მულჩირების შემდგომ, დროთა განმავლობაში, მულჩის ქვედა ფენა გარდაიქმნება ბიოლოგიურად აქტიურ საკვებად მცენარისთვის. მოსულ ატმოსფერულ ნალექებთან ერთად ჩაედინება ნიადაგში და ამდიდრებს მას ორგანული საკვებით;
4. ჯეო მულჩის მიერ დამზადებული მულჩი არის დანაფოტებული როგორც მსხვილ, ასევე წვრილ ფრაქციად. ეს უკანასკნელი სწრაფად გადის ნეშომპალად ქცევის პროცესს და ამდიდრებს ნიადაგს;
5. მულჩი დამუშავების პროცესში მდიდრდება B ჯგუფის ბაქტერიებით და მინერალებით. მულჩირების შემდგომ ეტაპობრივად გამდიდრდება ნიადაგი მინერალებით;
6. B ჯგუფის ბაქტერიები უზრუნველყოფენ ნიადაგში არსებული მინერალების მცენარისთვის ადვილად ათვისებად მდგომარეობაში გარდაქმნის პროცესს;
7. ზამთარში ინარჩუნებენ ტემპერატურას ნიადაგში;
8. აღნიშნული ბაქტერიები ასევე წარმოადგენს მცენარის საკვებს;

“ჯეო მულჩი” ასორტიმენტშია 4 სახის მულჩი:
1. შეუფერავი მულჩი (ბუნებრივი ხის ფერი)
2. წითელი მულჩი
3. ყავისფერი მულჩი
4. შავი მულჩი

რატომ ვირჩევთ მულჩს:
 მულჩს აქვს სასიამოვნო ფერი (ბუნებრივი ხის ფერი, წითელი, შავი, ყავისფერი) და ფაქტურა;
 არ აქვს მტვერი და წვიმის შემდეგ არ ტალახდება;
 სასიარულოდ უფრო მოსახერხებელია, ვიდრე ქვიშა ან მიწა, რადგან მისი ზედა ფენა სწრაფად იშრობს წყალს ქვედა ფენა კი სინოტივეს ინარჩუნებს;
 არის ქარისადმი მდგრადი;
 ხელს უშლის არასასურველი ბალახის გავრცელებას;
 არის ესთეტიკურად ძალიან ლამაზი;
 უსაფრთხო და ჯანმრთელი პროდუქტი;

კომპანიის ძირითადი მიმართულებებია:
 ლანდშაფტის დიზაინი/დაგეგმარება და განხორციელება;
 მცენარეების შერჩევა/დარგვა;
 მულჩირება;
 შემდგომი მოვლა-პატრონობა;

ნამუშევრები