მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ჯეო თოიზ, შპს
ჯეო თოიზ

ჯეო თოიზ, შპს

კომპანიის დასახელება: შპს ჯეო თოიზ
მისამართი:
ვებსაიტი: http://www.geotoys.ge/
Facebook გვერდი: https://www.facebook.com/GeotoysCompany
საკონტაქტო პირი: დავით კაციტაძე
ტელეფონი: 574 17 55 22
ელ.ფოსტა: dkatsitadze@gmail.com

შპს ჯეო თოიზ 2015 წელს დაფუძნდა ახალგაზრდა ენთუზიასტების მიერ. ჩანაფიქრი იყო ერთადერთი – ბავშვებისათვის შეექმნათ ისეთი ჯანსაღი ხის სათამაშოები, რომლებიც ორიენტირებული იქნებოდნენ განვითარებაზე. კომპანიის პროდუქცია იყიდება როგორც შეკვეთით, ასევე წარმოდგენილია ბიბლუსის ქსელში.

სათამაშოები მრავალნაირია, მაგრამ აირჩიო ჯანსაღი სათამაშო უკვე თემაა. რბილი სათამაშოები მაგალითად მტვეს ისრუტავს და ბაქტერიების ბუდეს წარმოადგენენ. პლასტმასის სათამაშოებიც საფრთხილოა გამოყენებული მასალიდან გამომდინარე. მშობელს კი საკუთარი შვილისთვის ყოველთვის საუკეთესო უნდა. სწორედ ასეთია ხის სათამაშოები, რომლებიც ჯეო თოიზში მზადდება.

ყოველი სათამაშო ინდივიდუალურად იქმნება დიზაინერის მიერ ჯერ ნახატის სახით, შემდეგ იწყობა და ტესტირდება სიმულაციაში და მას შემდეგ რაც სხვადასხვა ტიპის შემოწმებას გაივლის შეიძლება იწარმოოს სერიულად. მასალად გამოყენებულია ქართული წიფელა, ნამდვილი ხე და არა ნახერხის შეწებებული მასალა. საღებავად გამოყენებულია კაპაროლის მიერ სპეციალურად ჩამოტანილი ეკოლოგიურად სუფთა საღებავი, რომელიც ევროსტანდარტ EN71-3 აკმაყოფილებს.

გაიცანით კომპანიის მიერ წარმოებული ხის სათამაშოები უფრო ახლოს: