მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ჯააძის თაფლი

ჯააძის თაფლი

სოფელი ქვემო ალვანი, ახმეტის მუნიციპალიტეტი, საქართველო
+995 555 25 49 49, +995 599 779 940
jaadze79@gmail.com
FB / ჯააძის თაფლი

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

სახელი & გვარი & ორგანიზაცია

ელ. ფოსტა

მობილური

გთხოვთ აღწერეთ რისი შეკვეთა გნებავთ, რამდენის და როდისთვის?

დიდი მადლობა შეკვეთის ფორმით სარგებლობისათვის.

“ჯააძის თაფლი” 2017 წელს შექმნილი მეფუტკრეობის ქართული ბრენდია, რომელიც ახმეტის რაიონის ალპურ ზონაში უმაღლესი ხარისხის თაფლს და ფუტკრის პროდუქტების სრულ სპექტრს აწარმოებს და ამით აგრძელებს მრავალწლიან ოჯახურ ტრადიციას, ოღონდ უკვე ორიგინალური სახელით, რომელსაც ზურგს უმყარებს უმაღლესი ხარისხის ნაწარმი.

ბრენდული დასახელების შერჩევაში რა თქმა უნდა გადამწყვეტი როლი ითამაშა გვარმა და იმ ტრადიციამ, რომელიც ბნ. გოგიას წინაპრებიდან მოჰყვა. “ჯააძის თაფლი” მართლად გამოდგა მოკლე და დასამახსოვრებელი ბრენდული დასახელება, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ყოველი ბრენდისთვის. ლოგოც ისეთი შეიქმნა, რომელიც იდეალურად შეესაბამება ჩაფიქრებულ მიზანს.

ფართო საზოგადოებისათვის ნაწარმის წარდგენა სხვადასხვა ღონისძიებებში ჩართულობის გზით “ჯააძის თაფლი”-ს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. “ჯააძის თაფლი” 2017 წელს ჩაერთო მთელ რიგ ღონისძიებებში (გემოვანი მარკეტი, საახალწლო მარკეტი), სადაც წარმოჩინდა ბრენდი და მომხმარებელს პროდუქციის ყიდვის შესაძლებლობა მიეცა.

2017 წლის 19-23 ოქტომბერს ბრენდი მოძრაობა KAR.GE-მ წარადგინა International Fermented Food Expo (IFFE) 2017-ზე სამხრეთ კორეაში, სადაც პროდუქტმა დიდი მოწონება დაიმსახურა. ვიდეოზე და ფოტოებზე დააკვირდით თუ როგორ მიმდინარეობდა დეგუსტაცია და რა ემოციები მოდის ადამიანებისგან.

2017 წლის 22-23 დეკემბერს ბრენდი მოძრაობა KAR.GE-ს მიერ ორგანიზებულ “ახალი ქართული პროდუქციის ფესტივალი 2017”-ში ჩაერთო, რომელიც სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ ქარვასლაში ჩატარდა. აქ უკვე კომპანია თავისი პროდუქციის სრული და განახლებული ასორტიმენტით წარსდგა.

პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ სუპერმარკეტ ჯორჯიტაში, ასევე მაღაზია “#მხოლოდქართული”, რომელიც თბილისში, მიცკევიჩის 20-ში მდებარეობს. შეგიძლიათ ასევე დაუკავშირდეთ უშუალოდ ოჯახს და პროდუქტს მოგიწვდიან ადგილზე.

ბუნება, სადაც ფუტკრები შრომობენ

ჯააძის თაფლის წარდგენა IFFE 2017-ზე სამხრეთ კორეაში 2017 წლის 19-23 ოქტომბერს

ჯააძის თაფლის წარდგენა ახალი პროდუქციის ფესტივალზე 2017 წლის 22-23 დეკემბერს

ალპური ზონის ჯანსაღი ბუნების საჩუქარი – ჯააძის თაფლი თქვენი ჯანმრთელობისათვის!